სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსი ვარსკვლავების პირადმა სტილისტმა სქესი შეიცვალა და ჟოზეფინა ტრამპი გახდა - იმდენად ქალურია, ვერც კი იფიქრებდით, რომ ტრანსგენდერია

რუსმა სტილისტმა ევგენი გრიბორმა დატოვა მოსკოვი და ლონდონში გადასახლდა, სადაც საბოლოოდ გამოეეთხოვა თავის მამრობითი სქესის სტატუსს. ის ახლა ტრანსგენდერი ჟოზეფინა ტრამპია, იმოსება კაბებში, უკეთია მაკიაჟი და ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ოდესღაც კაცი იყო. იგი ერთ დროს რუსი ვარსკვლავების სტილისტი იყო, ყოველდღიურად უწევდა მუშაობა ვალერიასთან, პალინა გაგარიანსთან, ქსენია სობჩაკთან და სხვა მრავალ ცნობილ სახეებთან. ჟოზეფინას სქესის შეცვლის ოპერაცია ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ძალიან მალე აპირებს. ამის პარალელურად, ის სოციალურ ქსელში ორმაგ ცხოვრებას ეწევა. ჟოზეფინა ხან ქალის ფორმაში გადაღებულ ფოტოებს დებს, ხანაც ბუნებრივ სახეს არ მალავს და მამაკაცადაც ევლინება მეგობრებს. თუმცა ერთი რამ ცხადია - მას იმდენად კარგად აქვს ქალის როლი მორგებული, რომ არა ჟოზეფინას გულახდილობა, ვერავინ მიხვდებოდა იმას, რომ იგი სინამდვილეში კაცია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100