სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თალიბებმა რვა წლის გოგონა ტერაქტის მოსაწყობად გამოიყენეს

რვა წლის ავღანელმა გოგონამ, ავღანეთის სამხრეთით, პოლიციის ერთ-ერთ შენობასთან, ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ჩანთა დადო, რომელიც თალიბანელმა ტერორისტებმა მისცეს. აღნიშნულ ინფორმაციას ავღანეთის მთავრობა ავრცელებს.

„ტერორისტებმა, ჩანთაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა მოათავსეს. ჩანთა რვა წლის გოგონას მისცეს და პოლიციის შენობასთან მისვლა სთხოვეს. როცა გოგონა შენობას მიუახლოვდა, ჩანთა აფეთქდა და ბავშვი გარდაიცვალა.“ - აღნიშნულია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

მსგავსი შემთხვევები რამდენიმეჯერ დაფიქსირდა, მაგრამ ტერაქტის მსხვერპლი მხოლოდ ზრდასრული ადამიანები იყვნენ, რომლებიც საკუთარი ნებით აფეთქებდნენ მოწყობილობას. ტერაქტის მოწყობაში ბავშვის გამოყენების ფაქტი, აღნიშნულ შემთხვევამდე არ დაფიქსირებულა.

მიმდინარე წლის მაისში, ავღანეთის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია ოთხ პაკისტანელ ბიჭუნაზე, რომლებიც ცამეტი წლისებიც არ იყვნენ. პოლიციის წარმომადგენლების თქმით, ტერორისტებმა ბავშვები ტერაქტების მოსაწყობად გამოიყენეს, თუმცა თალიბანებმა მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100