სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკმა მომხმარებელს ფაქტორინგი ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა

10 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და მისთვის კიდევ უფრო მეტად მოქნილი ბიზნეს ინსტრუმენტების შეთავაზებას განაგრძობს. საქართველოს ბანკმა ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე ფაქტორინგი ახალ ეტაპზე აიყვანა და ის მომხმარებელს ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა.

ფაქტორინგი ვაჭრობის ფინანსირების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პროდუქტია, რომელიც საქართველოს ბანკმა ჯერ კიდევ 2008 წელს, პირველმა დანერგა. ფაქტორინგი არის ინვოისის საფუძველზე დაფინანსების სერვისი. რაც ყველაზე მთავარია, ის არ მოითხოვს დამატებით უზრუნველყოფას. ამასთან, დაფინანსების მიღების პროცესი მნიშვნელოვნად გამარტივებულია.

ფაქტორინგი ძირითადად გამოიყენება ისეთ ბიზნეს საქმიანობაში, როგორიცაა: წარმოება; საბითუმო ვაჭრობა / დისტრიბუცია; მშენებლობა; ჯანდაცვა/ფარმაცევტული კომპანიები; ტრანსპორტირება.

ფაქტორინგით სარგებლობა შესაძლებელია:

· სამუშაო კაპიტალის გასაზრდელად;

· ხელფასების გადასახდელად;

· ფულადი ნაკადების გასაზრდელად;

· მარაგების შესავსებად;

· ბიზნესის გაფართოებისთვის;

· ახალი ბიზნესის მიმართულების შესაქმნელად.

მიუხედავად ძირითადი ბიზნეს სექტორებისა, თუ ბიზნესი რეგულარულად ახდენპროდუქციის მიწოდებას ან მომსახურების სერვისს, მაშინ მას შეუძლია გამოიყენოს ეს პროდუქტი ბიზნესის განსავითარებლად.

საქართველოს ბანკის მიერ ფაქტორინგის პროცესის გაციფრულება ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, ოპერაციები განახორციელოს ციფრულ ეკოსისტემაში, თვალი ადევნოს მთელს ბიზნესპროცესს და ჰქონდეს მუდმივად განახლებული ინფორმაცია.

აღნიშნული სიახლით ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ თითქმის ყველა პროცედურა ციფრულად შეასრულონ. ასევე, თუ ბიზნესი დაინტერესებულია ამ სერვისით, ბანკთან შეთანხმების შემდეგ, მას პირდაპირ ბიზნესინტერნეტ ბანკში გაუაქტიურდება ფაქტორინგული სერვისი და პროცესების მართვას ციფრულად განახორციელებს.

საქართველოს ბანკის მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული ფაქტორინგი ახალ ციფრულ ეკოსისტემაში დაფინანსების მიღების შესაძლებლობას პროდუქციის მიწოდების ან მომსახურების გაწევისთანავე იძლევა.

ფაქტორინგის უპირატესობა სხვა ტრადიციულ საკრედიტო პროდუქტებთან შედარებით (როგორიც არის საკრედიტო ხაზი, სესხი და სხვ.) არის ის, რომ ბიზნესს უფრო მეტი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს და თანაც არ საჭიროებს უზრუნველყოფას, მთელი პროცესი კი გაციფრულებული და გამარტივებულია.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100