სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბ ქურციკიძის ადვოკატი აღიარებითი ჩვენების მიცემას ადასტურებს და დეტალებზე არ საუბრობს

სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი დაკავებული ფოტორეპორტიორის ზურაბ ქურციკიძის აღიარებითი ჩვენება მისმა ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა ოფიციალურად დაადასტურა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ნინო ანდიაშვილმა განუცხადა, გლდანის #8 დაწესებულება, სადაც ქურციკიძეს შეხვდა, რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
მისი განმარტებით, არ შეუძლია უპასუხოს შეკითხვას, მისცა თუ არა ქურციკიძემ აღიარებითი ზეწოლის შედეგად, ვინაიდან ამაზე საუბარი ქურციკიძეს არ სურს.
"ქურციკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამბობს, რომ ცუდად არ ექცევიან",-განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100