ჩინეთში დინოზავრის კვერცხები იპოვეს
პალეონთოლოგებმა ჩინეთში დინოზავრების „სასაფლაო“ აღმოაჩინეს. ჟურნალ Nature-ს ცნობით მიწის ქვეშ ასევე აღმოჩენილია განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი ათეულობით ემბრიონიც, რომელთა ასაკიც 190 მილიონი წელია.
გარდა ამისა ნაპოვნია ლუფენგოზავრების გაქვავებული კვერცხები. მეცნიერები განმარტავენ, რომ ეს აღმოჩენა საშუალებას იძლევა ჩატარდეს კვლევა, რომელიც დინოზავრების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების საშუალებას მოგვცემს. კვლევების პირველ ეტაპზე დადგენილია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ახლადაღმოჩენილი დინოზავრების „სასაფლაო“ ეკუთვნის დინოზავრთა იმ ჯიშს, რომლებიც ორ ფეხზე იდგნენ, ბასრი კლანჭები ჰქონდათ და იკვებებოდნენ როგორც ხორცით ასევე მცენარეებით.
კომენტარი