სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შარტავას ქუჩაზე ''მანიაკი'' დანით ხალხს დასდევდა

თბილისში შარტავას #35-ში, ძველ საბურთალოს ბაზართან დაახლოებით 35 წლის მამაკაცმა რამდენიმე მანქანის საბურავი დააზიანა და დანით მცირეწლოვან ბავშვს გაეკიდა, თუმცა დაშავებული არავინაა.

როგორც შარტავას ქუჩის მცხოვრებმა მანანა ქევხიშვილმა ‘’სამოქალაქო პრესას’’ განუცხადა, მამაკაცს მეზობლად დროებით ბინა აქვს ნაქირავები და მსგავსი ქმედება არავის შეუნიშნავს.

ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა იმყოფება, ამ წუთებში ადგილზე პატრულის თანამშრომლები თვითმხილველებს კითხავენ. თავად დამნაშავე პატრულის მანქანაში იმყოფება. პატრულის თანამშრომლებს ის განყოფილებაში არ გადაუყვანიათ.

‘’როდესაც ეზოში შემოვედი მანქანებს საბურავები ჰქონდა დახეთქილი. მამაკაცი გამოეკიდა მეზობლის ბავშვს მთელი კორპუსი ყვიროდა, რომ დანა არ დაერტყა. აგრესიულად იქცევა და წინ და უკან დასდევდა ხალხს. პატრული მოვიდა და გვეუბნება, რომ შეიძლება უარესო მომხდარიყო რა განერვიულებთო, დამშვიდდება თქვენ არაფერი შეგეხებათო. სახელი და გვარი ვკითხე და არ მითხრეს. შოკში ვართ ყველა. 35 წლამდე იქნება დაახლოებით. ვიცით, რომ აქ დროებით აქვს ბინა ნაქირავები, ჩემი მეუღლე ამბობს, რომ ადრეც ჰყავს ნანახი, თუმცა მსგავსი ქცევა არ შეუნიშნავს არავის, ახლა რა დაემართა არვიცით’’,- განუცხადა ‘’სამოქალაქო პრესას’’ მანანა ქევხიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100