სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანუატუში მიწისძვრის შედეგად სამთავრობო შენობები დაზიანდა

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, შაბათს, გვიან ღამით 5-დან 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრათა სერია დაფიქსირდა ვანუატუს დედაქალაქის, პორტ-ვილას სიახლოვეს. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ვანუატუს დედაქალაქიდან 80 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოების მიხედვით კი ცალკეული მედიასაშუალებები ავრცელებენ ცნობებს ვანუატუს დედაქალაქში რამდენიმე სამთავრობო შენობის დაზიანების შესახებ. ცუნამის საშიშროების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ვანუატუს ნაპირებთან მიწისძვრა შაბათსაც დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 7, 5 მაგნიტუდას შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ ვანუატუ წყნარი ოკეანის „ცეცხლოვანი რკალის“ მიწებში შედის, სადაც ვულკანის ამოფრქვევისა და მიწისძვრების რისკი საკმაოდ მაღალია. ეს რკალი, საერთო ჯამში, 40 ათას კმ-ზეა გადაჭიმული. სწორედ ამ რკალში შემავალი ხმელეთის ნაწილზე მოდის მსოფლიოში მომხდარ მიწისძვრათა 90%.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100