სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პლანეტის ყველაზე ჭარბთმიანი გოგონა კლასელებმა ჯერ მოიძულეს, მერე კი შეიყვარეს

ეს გოგონა ყველაზე პოპულარულია ბანგკოგში და მის შესახებ ქვეყნის ყველა მოქალაქემ თუ არა, უმრავლესობამ მაინც იცის. იმ იშვიათი გენეტიკური დაავადების გამო, რომელიც სუპარტას აქვს, და რომელიც მსოფლიოში სულ 50 ადამიანის "ხვედრია", გოგონა ქილიკისა და ზურგსუკან დაცინვის ობიექტი იყო, კლასელები კი არც მისი თანდასწრებით ერიდებოდნენ მწარედ დაგესვლას.

ყველაფერი ასოთხმოცი გრადუსით შეტრიალდა მას შემდეგ, რაც გოგონა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც პლანეტაზე ყველაზე ჭარბთმიანი გოგო. 12 წლის სუპარტა დღეს ჩვეულებრივად დადის სკოლაში, შესანიშნავად სწავლობს და ექიმობაზე ოცნებობს. არა იმიტომ, რომ თავისი დაავადების წამალს მიაგნოს, არამედ იმიტომ, რომ დაეხმარის ყველას, ვისაც სამედიცინო დახმარება დასჭირდება.

პოპულარობამ მასთან დაახლოების სურვილი ჯერ ცნობილთა მოყვარულებს გაუჩინა, მალე კი ყველა მიხვდა, რომ სუპარტა ძალიან კეთილმოსურნე, თბილი და ტევადი სულის პატრონია. ახლა ის კლასელებს ძალიან უყვართ და არცერთ ღონისძიებაზე თუ წვეულებაზე არ იკლებენ.

სუპარტას მშობლებიც ამბობენ, რომ მის სახეზე ჭარბი თმების მიღმა ერთი ჩვეულებრივი, ძალიან ყურადღებიანი და მხიარული ბავშვი იმალება და ამაში დასარწმუნებლად საკმარისია, თანატოლებთან გადაღებულ მის ფოტოებს გადავხედოთ.

"თავდაპირველად ყველა დამცინოდა, მაგრამ მე სწორად ვიქცეოდი: მათ ყურადღებას არ ვაქცევდი. უბრალოდ, სასაცილო მდგომარეობაში ვარდებოდნენ ბიჭები, რომლებიც მე "მაიმუნისსახიანს" მეზახდნენ, მე კი მშვიდად ვაგრძელებდი ჩემს საქმეს. მალე მთელი სკოლა მათ დასცინოდა", - იხსენებს სუპარტა.

მართალია, სუპარტას თავის მშობლიურ ქალაქში ყველა იცნობს, მაგრამ ზოგჯერ ქუჩაში გამვლელები მაინც ჩერდებიან და ათვალიერებენ უცნაურ ბავშვს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100