სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის ზვიგენის სიკვდილი არ დადასტურდა

ქართული მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოქროყანაში, ბიძინა ივანიშვილის აუზში მყოფი იშვიათი ჯიშის თეთრი ზვიგენი მოკვდა, არ დასტურდება:

მილიარდერმა და ყოფილმა პრემიერმინიტრმა რუსულ „ფორბსთან“ ინტერვიუს შემდეგ ფოტოკორესპონდენტს იმ აუზის გადაღების უფლება მისცა, რომელიც სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში მდებარეობს და სადაც მუქი ფერის ზვიგენი ბინადრობს.

როგორც ირკვევა, დიდი აკვარიუმი ივანიშვილმა კაბინეტთან ახლოს ააშენა, სადაც სხვადასხვა სახეობის თევზია თავმოყრილი.

იმის გამო, რომ დიდი ზომის თევზები, ხშირად, პატარებს მტრობენ, დიდი და პატარა ზომის თევზები ერთმანეთისგან სქელი მინითაა გაყოფილი. სწორედ დიდი თევზების „სექციაშია“ ზვიგენი.

„ფორბსი“ წერს, რომ ის სულ პატარა მოიყვანეს აკვარიუმში ჩასაშვებად და ამ დრომდე იზრდება.

„ფორბსში“ არაფერია აღნიშნული თეთრ ზვიგენზე ან მის სიკვდილზე, არც იმაზე, რა თანხა გადაიხადა ივანიშვილმა მუქი ფერის ზვიგენის შესაძენად, რომლის წინ პოზირებისას „ფორბსის“ ფოტოობიექტივმა გადაიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100