სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკმა განახლებული იპოთეკურ ცენტრი წარადგინა

დღეიდან, თიბისი ბანკის ცენტრალურ ოფისში, ჭავჭავაძის #11-ში, მომხმარებლებს განახლებული იპოთეკურ ცენტრი მოემსახურება. კომფორტულ გარემოსთან ერთად ახალ იპოთეკურ ცენტრში მომხმარებელს შეთავაზებების უფრო მრავალფეროვანი არჩევანი დახვდება. ცენტრში საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილი სამშენებლო პროექტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მათმა რიცხვმა 51-ს მიაღწია. ამჟამად იპოთეკურ ცენტრში სულ 1575 გასაყიდი ბინაა წარმოდგენილი. თიბისი ბანკის იპოთეკურ ცენტრში ბინის შეძენის პროცესი ბევრად უფრო მარტივი და მოსახერხებელია. მომხმარებელს შეუძლია გაიმარტივოს ბინის შეძენის პროცესი, ერთ სივრცეში მიიღოს ინფორმაცია მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე, ისარგებლოს კონსულტანტის რჩევებით, შეარჩიოს მისთვის სასურველი სამშენებლო პროექტი და მიიღოს საუკეთესო პირობები იპოთეკურ სესხზე. მომსახურების გამარტივების მიზნით, მომხმარებლისთვის შეიქმნა იპოთეკური ცენტრის ვებგვერდიც, (http://bit.ly/1VIOLpN) რომელიც საშუალებას იძლევა, მომხმარებელმა სახლიდან გაუსვლელად მიიღოს ინფორმაცია ყველა მიმდინარე სამშენებლო პროექტზე, ნახოს შესაბამისი ფოტომასალა და ისარგებლოს სატელეფონო კონსულტაციით. ამისათვის ონლაინ აპლიკაციაში მხოლოდ სახელის, გვარისა და მობილური ტელეფონის ნომრის დაფიქსირება კმარა. „თბილისში საცხოვრებელი ბინების ყიდვა-გაყიდვის რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 5%-ით იზრდება. ასევე, ბოლო წლებში უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, სარეკრეაციო ზონას, სპორტულ მოედნებს, სამშენებლო მასალების ხარისხს და ენერგოეფექტურობას. ამიტომ იპოთეკურ ცენტრში წარმოდგენლი პროექტების უმრავლესობით მაქსიმალურად ვცდილობთ, მოვერგოთ მომხმარებლის სურვილებს და ინტერესებს და მათთვის სასურველი მშენებარე პროექტი შევთავაზოთ.“ - აცხადებს თიბისი ბანკის საცალო, მცირე და საშუალო ბაზრის დირექტორი ნინო მასურაშვილი „თიბისი ბანკთან უკვე ერთი წელია ვთანამშრომლობთ. ჩვენთვის ეს ცენტრი დამატებითი საშუალებაა ჩვენს მომხმარებელთან ურთიერთობისთვის, რაც საბოლოო ჯამში დაინტერესებულ პირებს ბინის შეძენის პროცესის გამარტივებაში ეხმარება. ასეთი სამმხრივი ურთიერთობა ყველა მხარისთვისაა მისაღები“.- ლიანა მოდებაძე, კომპანია „მეტრა დეველოპმენტის “ დირექტორი. თიბისი ბანკმა პირველი იპოთეკური ცენტრი 2014 წელს გახსნა. დღეს უკვე თბილისში ორი იპოთეკური ცენტრი ფუნქციონირებს (ჭავჭავაძის 11 და იუსტიციის სახლში მდებარე თიბისი ბანკის ფილიალი). ორივე ცენტრი მომხმარებელს თბილისში, წყნეთში, ბათუმში, გუდაურში, ბაკურიანსა და მარნეულში მდებარე სხვადასხვა დეველოპერული კომპანიის მშენებარე პროექტი ექსკლუზიურადაა წარმოდგენილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100