სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის 35 წლის იუბილე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის 35 წლის იუბილეს აღნიშნავს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა. ილია I საქართველოს ეკლესიას 1600 წლის წინ, 390-400 წწ მართავდა.
ბოლო 35 წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 15-დან 39-მდე გაიზარდა, რამდენიმე ათეული ეკლესია-მონასტერი შეიქმნა. ახალი წმინდანების კანონიზირება მოხდა და საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი აშენდა.
კომენტარი