სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თამარ მეფის ქუჩაზე გაჩენილმა ხანძარმა რამდენიმე ოჯახი უსახლკაროდ დატოვა

თბილისში, თამარ მეფის 18 ნომერში ძლიერი ხანძრის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად რამდენიმე ოჯახი საცხოვრებლის გარეშეა დარჩენილი.
მოსახლეობის განცხადებით, ხანძრის შედეგად ერთი ხანდაზმული ქალბატონი დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ხანძარი, მეზობლების თქმით, სავარაუდოდ ძველმა ელექტროსადენებმა გამოიწვია.
შემთხვევის ადგილზე დიდუბის გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომელთა თქმით, ზარალის დათვლა დაიწყება. მათივე განცხადებით, გამგეობა დაზარალებულებს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება. ადგილზე სახანძრო და სამედიცინო ბრიგადებია მობილიზებული. ამ დროისთვის უკვე ჩამქრალია ხანძრის ძირითადი კერა.
მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100