„სოციალური პარტნიორობა“ ნინოს და რობერტის დასახმარებლად!
„მეყვარები სიცოცხლის ბოლომდე, ჭირსა და ლხინში, სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს ერთმანეთს“... ეს სიტყვები ალბათ ფილმებში მოგისმენიათ. ერთი პატარა თბილისური ოჯახისთვის კი ეს მხოლოდ სიტყვები არ არის - ეს მათი ცხოვრების პრინციპია.
გაიცნეს და მიხვდნენ, რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილები, დაქორწინდნენ, ბავშვიც შეეძინათ... ნინო და რობერტი ბედნიერად ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთ დღეს მათი მშვიდი ცხოვრება უბედურმა შემთხვევამ შეცვალა... ნინო სარეცხს ფენდა, ფეხი დაუცურდა და აივნიდან გადავარდა. თავის და ხერხემლის მძიმე დაზიანება მიიღო. გადარჩა, მაგრამ ეტლსაა მიჯაჭვული და მეტყველების პრობლემებიც აქვს.
ეს დარტყმა რობერტისთვის დიდი ტრაგედია იყო. მისი ცხოვრება მხოლოდ მეუღლის და შვილის მოვლაზე იყო ორიენტირებული. მუდმივი სტრესის და ნერვიულობის ფონზე, რამოდენიმე წელიწადში, ეს მის ჯანმრთელობასაც დაეტყო. რობერტმა გადაიტანა ინსულტი, რის შედეგადაც ერთი წელი სრულიად პარალიზებული იყო. ახლა ნინომ ითავა მეუღლეზე ზრუნვა. თვითონ ეტლით გადაადგილდებოდა და ჯანმრთელობის რისკის ფასად საწოლს მიჯაჭვულ მეუღლეს უვლიდა. დროთა განმავლობაში რობერტმა საწოლზე წამოჯდომა ისწავლა. ჯერ ვერ საუბრობს, მხოლოდ მეუღლის სახელის თქმა შეუძლია... მაგრამ მათ უსიტყვოდაც ესმით ერთმანეთის.
როდესაც ნინო პარალიზებული იყო, რობერტი მას ხელის გულზე ატარებდა, ახლა ნინო უვლის მას და აკეთებს ყველაფერს, რომ მეუღლემ თავი უკეთესად იგრძნოს. ამ ტრაგედიამ მათი გრძნობები უფრო ძლიერი გახადა.
„სოციალური პარტნიორობა“ სასიცოცხლო დახმარებას უწევს ამ ოჯახს. ფონდის ექთნები რობერტს და ნინოს უტარებენ სარეაბილიტაციო მასაჟების კურსს, ეხმარებიან ჰიგიენინური პროცედურების ჩატარებაში. ერთწლიანი სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ, რობერტმა შეძლო წამოჯდომა და ფონდის ექთნები იმედოვნებენ, რომ ის მალე გაივლის კიდეც. ასევე, ფონდის თანამშრომლებს მიაქვთ მათთვის საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და ეხმარებიან საოჯახო საქმეებში. მაგრამ, მხოლოდ საქველმოქმედი ფონდი ამ ოჯახის ყველა პრობლმას ვერ გადაწყვეტს, ამიტომ გვინდა ამ შესანიშნავი წყვილის დასახმარებელ აქციაში თქვენც ჩაერთოთ. ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტს, მედიკამენტებს, თეთრეულს და ტანსაცმელს... თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულებ: ნინო მჭედლიშვილი) ან პირდაპირ ფონდის საიტიდან https://fsp.ge/ge/donate/112/
ერთად ვაკეთოთ სიკეთე! ჩვენ გვჯერა, რომ სიყვარული გადაარჩენს მსოფლიოს!
კომენტარი