სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაიკოპელ ქალს ანტიკავკასიური მოწოდებებისთვის გაასამართლებენ

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა ადიღეს რესპუბლიკაში მაიკოპის საქალაქო სასამართლოს განსახილველად გადასცა სისხლის სამართლის საქმე და 7 სექტემბერს დამტკიცებული საბრალდებო დასკვნა, რომლის მიხედვითაც ქ.მაიკოპის მცხოვრები, 22 წლის ეკატერინე გრიშკევიჩი ეჭვმიტანილია ეროვნული შუღლის გაღვივებაში და ექსტრემისტული მოწოდებების გავრცელებაში.

გრიშკევიჩმა შეადგინა და ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე გააკრა ფურცლები, რომლებშიც წამოყენებულია ბრალდებები კავკასიელების წინააღმდეგ და შეიცავს მოწოდებებს რუსი მოსახლეობის მიმართ აქტიურად დაუჭირონ მხარი რუს ნაციონალისტებს კავკასიელების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში.

გრიშკევიჩის მიერ შედგენილი და გავრცელებული ფურცლები, რომლებსაც ნაცისტური სვასტიკები ამშვენებს, გადმოღებულია მოძრაობა «რუსული ნაციონალური ერთიანობის» დოკუმენტებიდან.

ე.გრიშკევიჩის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს მაიკოპის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიტალი გალაგინი.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე მაიკოპის საქალაქო სასამართლომ ანალოგიური ბრალდებით გაასამართლა 26 წლის ალექსანდრე არტეევი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100