სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში, აქციებზე გამოჩენილმა ვარდებმა რუსული ინტერნეტსივრცე პარალელების ხასიათზე დააყენა

მოსკოვი 10 დეკემბრის მასობრივი გამოსვლებისთვის ემზადება, მანამდე კი ინტერნეტსივრცეში უკვე ჩატარებულ აქციებს განიხილავენ და ეპიზოდებს ჰყვებიან. ცნობილი რუსი ბლოგერის დაკავების შემდეგ მისი კოლეგებიც აპირებენ საპროტესტო აქციის ორგანიზებას, თუმცა ფორმაზე შეთანხმება ჯერ არ დასრულებულა.

ამავე დროს, ბლოგერები ერთმანეთს გააქტიურებისკენ მოუწოდებენ და მათ პათოსს რამდენიმე ოპოზიციური ინტერნეტგამოცემაც იზიარებს: ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტსივრცის გააქტიურების პარალელურად, რუსეთის ხელისუფლება სახელისუფლო არხების გააქტიურებასა და არნახული საინფორმაციო ომის დაწყებას გეგმავს.

უკვე ჩატარებული მიტინგების განხილვისას, რუს ბლოგერებსა და სხვადასხვა სოციალური ქსელის მომხმარებლებს შორის ბოლო დღეებში პოპულარული გახდა ეს ფოტო, რომელსაც, ალბათ, კომენტარი არ სჭირდება.

მისმა გამოჩენამ ბლოგერები პარალელების ხასიათზე დააყენა და სხვადასხვა ფრაზებით შეფასების სურვილიც გაუჩინა. ზოგიერთმა ბლოგერმა ფოტო უკომენტაროდ, მხოლოდ დასათაურებით გამოაქვეყნა. სათაურებს შორის ასეთებს შეხვდებით:

"ქართული ვარდების ექსპორტი მოსკოვში".

"მთქნარება და ვარდების ტრიალი გადამდებია".

"ვარდების რკალი მოსკოვში იკვრება".

ფოტო საკმაოდ პოპულარული გახდა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" ქართველ მომხმარებლებს შორისაც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100