სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაია რჩეულიშვილს ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რის გამოც მისი ადვოკატები დღევანდელი პროცესის გადადებას ითხოვენ

"ცენტრ პოინტის" დამფუძნებელსა და ხელმძღვანელ მაია რჩეულიშვილს ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, რის გამოც მისი ადვოკატები დღევანდელი პროცესის გადადებას ითხოვენ.

როგორც რჩეულიშვილის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განაცხადა, ის სასამართლოს წარუდგენს დოკუმენტაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ მაია რჩეულიშვილის სტაციონარიდან გამოყვანა მიზანშეწონილი არაა და მიმდინარეობს მისი ოპერაციისთვის მომზადება.

"ასევე მოვიტანე მაია რჩეულიშვილის ახალი შუამდგომლობა, სადაც ის ითხოვს, რომ მის გარეშე სასამართლო პროცესები არ ჩატარდეს", - განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.

რაც შეეხება პროცესების საავადმყოფოში ჩატარებას, როგორც რჩეულიშვილის ადვოკატმა აღნიშნა, კლინიკაში პროკურატურის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და თავად ნახეს, შესაძლებელია თუ არა იქ პროცესების ჩატარება.

"მე ვფიქრობ, პროკურორები აღარ დააყენებენ პროცესის საავადმყოფოში ჩატარების შუამდგომლობას, რადგან თვითონ იყვნენ მაია რჩეულიშვილთან და ნახეს, რა ვითარებაა, როგორ პალატაში წევს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ასეთი შუამდგომლობის დაყენება აღარ მოხდება", - განაცხადა ცუცქირიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100