„ნატახტარის ლიმონათი“ თუნუქის ქილაში
დააგემოვნეთ მსხლის, საფერავისა და ტარხუნის არომატები უფრო კომფორტულად და მოხერხებულად!
კომპანია „ნატახტარი“ მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. „ნატახტარის ლიმონათის“ მოყვარულებს უკვე აქვთ საშუალება ლიმონათი 0,33 ლიტრიანი თუნუქის შეფუთვით მსხლის გარდა, საფერავისა და ტარხუნის არომატითაც შეიძინონ. პროდუქტი, რომლის ფასიც 50 თეთრია, უფრო მოსახერხებელი და კომფორტულია.
როგორც კომპანია „ნატახტარში“ აცხადებენ ახალი შეფუთვის გამოშვება აღნიშნულ არომატებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა, ამიტომაც მათი ჩამოსხმა 0,33 ლიტრის თუნუქის შეფუთვაში გადაწყდა, რადგან შეფუთვის ეს სახე მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელია. ასეთი სახით შეფუთვა ხელს შეუწყობს, როგორც ლიმონათის მოხმარების ადგილების ზრდას, ასევე საექსპორტო ქვეყნებში პოზიციების გამყარებას.
დღესდღეობის, კომპანია მომხარებელს 10 არომატის ლიმონათს სთავაზობს (მსხალი, ტარხუნა, საფერავი,ნაღები,ლიმონი,ფორთოხალი, ატამი, ჟოლო, კოწახური და ვაშლი.
„ნატახტარის ლიმონათი“ საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდან გამოდის. მან დიდი მოწონება და სიყვარული დაიმსახურა მომხარებლებში და დღეს ყველაზე პოპულარული ლიმონათია საქართველოში. ნატახტარის ლიმონათი გასცდა ქვეყნის საზღვრებს და მერვე წელია მისი რეალიზაცია სხვადასხვა ქვეყნებში ხორციელდება. ექსპორტი სტაბილურად მსოფლიოს 19 ქვეყანაში მიმდინარეობს, ეს ქვეყნებია: აზერბაიჯანი, აშშ, ბელორუსი, გერმანია, ესპანეთი, თურქმენეთი, ისრაელი, კვიპროსი, ლატვია, მოლდოვა, პოლონეთი, რუსეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
კომენტარი