სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოქრუაშვილის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით აღძრული საქმე შეწყდა

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით აღძრული საქმე შეწყდა , - ამ ინფორმაციას, ოქრუაშვილის ადვოკატ, ზვიად კორძაძე ავრცელებს.

მისივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ მიიღო და გამოძიება ამ საქმეზე შეწყდა.
ადვოკატი ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის მოხსნას კიდევ სამ საქმეზე ითხოვს.

როგორც ზვიად კორძაძემ 5 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული საქმეებია - ქრთამის აღებასთან დაკავშირებული საქმე, "ჯეოსელის" ეპიზოდი და სამსახურებრივი გულგრილობის საქმე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100