ცნობილთა ცხოვრებიდან: იური გაგარინის პირველი ფრაზა კოსმოსში
ახლა უკვე არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მსოფლიოს ნომერ პირველი კოსმონავტი, იური გაგარინი საკმაოდ თავისებური პიროვნება იყო. ამ თავისებურებას ის დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ თითქმის ყოველდღე ამჟღავნებდა. მაგრამ ხასიათის უცნაურობა იური გაგარინმა კოსმოსში "ფეხის შედგმისთანავე" გამოავლინა:
როცა დედამიწასთან პირველი რადიოკავშირი დამყარდა და იური გაგარინს სთხოვეს, ეთქვა წინადადება მთელი მსოფლიოს გასაგონად, რუსმა კოსმონავტმა ისეთი წინადადება წარმოთქვა, რამაც სსრკ-ს მაშინდელი ხელმძღვანელობა ძალიან გააბრაზა: კოსმონავტმა ეს წინადადება არ დაუკავშირა არც სსრკ-ს, არც მის მმართველს და არც სკკპ-ს. იური გაგარინმა კოსმოსიდან „კაპიტალისტური ქვეყნის“ ერთ-ერთი მსახიობი მოიკითხა და თქვა:
„გაუმარჯოს მთელ კაცობრიობას და... ანა მანიანის!“
გაგარინის ეს ფრაზა მოხსენიებული აქვს გენიალურ ქართველ მწერალს, გურამ დოჩანაშვილს მოთხრობაში "მხოლოდ ერთი კაცი".
კომენტარი