სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველა დროის 10 საუკეთესო მამაკაცი მოდელი

მოდური გამოცემა "ვოგი" ყველა დროის 10 საუკეთესო მამაკაც მოდელს ასახელებს. ჟურნალმა ძლიერი სქესის ის წარმომადგენლები გამოყო, რომლებმაც საზოგადოებას თავი მოხდენილი გარეგნობით, ძლიერი სხეულითა თუ უცხო სახით დაამახსოვრეს.

პირველ ადგილზე შავკანიანი მოდელი - Tyson Beckford გავიდა. ტაისონი მოხდენილ და ეგზოტიკურ გარეგნობას თავის იამაიკურ, პანამურ, ჩინურ და აფრიკულ ფესვებს უნდა უმადლოდეს. იგი მრავალი წლისგანმავლობაში თანამშრომლობდა Herb Ritts, Gucci, Tommy Hilfiger, and Calvin Klein-თან. ჟურნალმა "People"-მა ის 50 ყველაზე ლამაზ ადამიანთა სიაშიც შეიყვანა.

მეორე ყველაზე მომხიბვლელ მამაკაც მოდელად David Gandy დასახელდა. იქიდან გამომდინარე, რომ მისი კარიერა დოლჩე და გაბანასთან თანამშრომლობით იწყება, მას ზედმეტ სახელად დოლჩეს ბიჭსაც უწოდებენ. გარდა ამ ბრენდისა, მისი სამოდელო კარიერა არაერთ მოდურ ჟურნალსა თუ დიზაინერს იტევს.

მესამე ტოპ კაცი მოდელი Brad Kroenig-ია. ბრედი შანელის ცნობილი სახეა. იგი კარლ ლაგერფილდის ფავორიტი მოდელია. სწორედ მან აღმოაჩინა იგი 2003 წელს. კარლმა მოდელის შესახებ წიგნიც გამოუშვა, სადაც ბრედის მიერ მოდის ინდუსტრიის დაპყრობაზეა საუბარი.

Jon Kortajarena - ეს სახელი მოდის სფეროსთვის და მოყვარულებისთვის ნამდვილად ცნობილია. მომხიბვლელი ესპანელი მოდელი პირველად არმანისა და გალიანოს ჩვენებებზე გამოჩნდა. იგი ასევე Guess-ისა და Tom Ford-ის სახეცაა.

ვოგიმ მეხუთე ყველაზე კარგ მოდელად Sean O'Pry დაასახელა. შონი Giorgio Armani-ისა და Yves Saint Laurent-ის სახეა. იგი 2009 წელს ფორბსმა მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ მოდელ მამაკაცად დაასახელა.

Marcus Schenkenberg - შვედი მოდელი მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც როლიკებით ვენეციაში დასეირნობდა. იგი Calvin Klein-ისა და Versace-ს სახე გახდა. იგი ხვდებოდა პამელა ანდერსონსა და ჯესიკა სიმფსონს.

მეშვიდე გამორჩეული მოდელი ვოგისთვის უცხო გარეგნობის მქონე Mathias Lauridsen-ია. დანიელი მოდელი პირველად 2004 წელს დიორის სახე გახდა. ამის შემდეგ კი ითანამშრომლა ისეთ ბრენდებთან როგორებიც Lacoste, Salvatore Ferragamo და Givenchy-ია.

Mark Vanderloo - ჰოლანდიელ მოდელს უთანამშრომლია Hugo Boss-თან, Calvin Klein-თან, Valentino-სთან და Armani-სთან.

ათი საუკეთესო მოდელიდან მეცხრედ Noah Mills დაასახელეს. იგი იყო Yves Saint Laurent, Gucci, Dolce & Gabbana, Bottega Veneta-სა და Tommy Hilfiger-ის სახე.

მეათე ყველაზე კარგ მოდელად კი ვოგმა Evandro Soldati მიიჩნია. ბრაზილიელი მოდელი Louis Vuitton-ის სახეა. ის გამოჩნდა ასევე ლეიდი გაგას კლიპში სიმღერაზე " Alejandro".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100