"სად არის ივანიშვილის მიერ დაპირებული რძის მდინარეები?" - ამონარიდი საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტის წერილიდან
თემურ ავალიანი აშშ-ში მოღვაწე ქართველი გახლავთ, რომელიც 16 წლიანი ემიგრანტობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. საერთაშორისო ორგანიზაციის „კავკასია ომების გარეშე“ საორგანიზაციო კომიტეტის წევრ ავალიანს სხვადასხვა დროს არაერთი ღია წერილით მიუმართავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყქნის ლიდერებისთვის და საქართველოს პრობლემებით მათი დაინტერესება არაერთხელ უცდია. ერთი წლის წინ ავალიანმა ღია წერილი საქართველოს პრემიერსაც მისწერა (http://droni.ge/?m=1&AID=5220). დღეს კი ყოფილი ემიგრანტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს. დავით უსუფაშვილის მისამართით დაწერილი წერილი ავალიანმა droni.ge-ს რედაქციაში მოიტანა. გთავაზობთ ამონარიდს მისი წერილიდან, სადაც ავალიანი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას განიხილავს.
„დიდი ფუფუნება იქნება თუ ამ პერიოდს შევაფასებთ როგორც უძრაობის პერიოდს, რადგანაც ამ ათი თვის მანძილზე მისი მოძრაობა ვარდნისკენ მინუს ერთამდე დავიდა და მომავლის არავითარი პერსპექტივა არ სჩანს. შეჩერდა თითქმის ველა ინფრასტრუქტურული პროექტები,ლ როგორც რესპუბლიკური ასევე ადგილობრივი ნმაშტაბებით. გაიზარდა უმუშევრობა, სიღარიბე და უიმედობა. არჩევნები წინ ხალხი შეცდომაში იქნა შეყვანილი, როცა თქვენი კოალიცია ბ_ნი ივანიშვილის მეთაურობით, მათ პირდებოდა ,,ცნობილ ექსპერტთა მიერ შემუშავებულ ქვეყნის ეკონომიკური განვითარები საოცარ პროექტს", რომელიც 2-3 წელიწადში ქვეყანაში ,,რძის მდინარეებს" შექმნიდა და ხალხის ბედნიერ ცხოვრებას უზრუნველყოფდა. სად არის ეს პროექტი?
არაფერს ვამბობ დაპირებებზე, რომლებსაც არჩევნებამდე უხვად გასცემდით და რომლიდანაც დღემდე თითქმის არაფერი შესრულებულა. თუ რაიმე შესრულებულა დაბეჭდეთ პრესაში გამოეცით ბიულეტინები, აცნობეთ ხალხს.
გვაცნობეთ უახლოვდება თუ არა ჩვენს საზღვრებს ის ასი საწარმო რომლებსაც ბ.ნი ბიძინა დაგვპირდა?
უიმედობა მეუფლება, როცა ეკონომიკის მინისტრი თანხმდება ოპოზიციის წინადადებას მიიღოს მათგან რჩევები ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის მიზნით (ე.ი დღევანდელი ხელისუფლება გამოსავალს ვერ ხედავს?) ხოლო კულუარებში მსჯელობის შემდეგ უარს ამბობს მათთან შეხვედრაზე რაღაც ,,პიარის" მომიზეზებით. ე.ი ,,პიარის" გამო ქვეყნის და ხალხის მდგომარეობა არ გაღელვებთ?
ფინანსთა მინისტრი ნამდვილი პროფესორი_ბ_ნი ხადური ხალხს ამშვიდებს არავითარი კრიზისი და ვარდნა არ გვაქვს, ერთ პროცენტიან მატებას ევროპის ბევრ განვითარებულ ქვეყანაში შენატრიანო, თუმცა ამით დღეს პირველი კურსის სტუდენტსაც ვერ მოატყუებთ. ბატონო მინისტრო საქმე პროცენტთან ერთად ცხოვრების დონესაც ხომ ეხება? გერმანიის ერთი პროცენტი და საქართველოს ერთი პროცენტი ერთ რაკურსში უნდა განვიხილოთ?
ბატონო თავმჯდომარევ! არ შეიძლება თქვენ და თქვენი თათანამოაზრეები არ ხედავდეთ ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობას და როცა არავითარი ეფექტური ზომები არ ტარდება ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად, შეიძლება ამას ქვეყნის სრული ეკონომიკური და ფინანსური კოლაფსი მოჰყვეს, ამიტომ აუცილებელია და სავალდებულოათანამშრომლობა, როგორც ქვეყნის შიგა ძალებთან, ექსპერტებთან, ისე ქვეყნის გარედან მოწვეულ სპეციალისტებთან_ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად.
და როცა ასეთ დროს ბატონი ივანიშვილი მიდის და ქვეყნას ასეთ მდგომარეობაში ტოვებს, უნებურად გიჩნდება კითხვა_რა იყო მისი მოსვლის მიზანი_არსებული ხელისუფლების დამხობა, თუ ქვეყნის დამხობა და ამით რაღაც დავალების შესრულება, თუ ქვეყნის განვითარება და გაძლიერება? პასუხი ჩემი აზრით სავსებით გარკვეულია.“ - წერს ავალიანი
თემურ ავალიანის მიერ უსუფაშვილის მისამართით დაწერლი წერილის სხვა ამონარიდებს droni.ge მომდევნო დღეებში შემოგთავაზებთ. აღნიშნულ წერილში ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად განხილულია: ქვეყნის საშინაო პოლიტიკა, სამართლიანობის აღდგენა და საგარეო პოლიტიკა, რუსეთთან ურთიერთობა და სხვა თემები.
კომენტარი