გაყინული მტკვარი და არაგვი
საქართველოში ცივმა ამინდებმა და კლიმატის ცვლილებებმა მრავალი უჩვეულო საქართველოს მოქალაქეები ფაქტის მომსწრე გახადა. მართალია, ანომალიური სიცივე და ყინვა არ ყოფილა, მაგრამ ისეთი რამ, რისი მომსწრე ხნიერი ადამიანებიც კი იშვიათად ყოფილან, უკვე მოხდა.
გუშინ გაიყინა თბილისის ზღვა ვარკეთილის მხრიდან. რადგან იმ მხარეს წყალი არ გაედინებოდა, ეს გაყინვა გასაკვირი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, გუშინვე, დღის პირველ ნახევარში გაიყინა მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავი მცხეთასთან, რაც წარმოდგენილ ფოტოებშიც კარგად ჩანს. ფოტოები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, „გარემოს დაცვის სააგენტოს“ გვერდზე გამოქვეყნდა.
ფოტოებს ახლავს მინაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ ის 7 თებერვალსაა გადაღებული და რომ გაყინული მდინარეების ზედაპირზე ყინულის სისქე დაახლოებით 10 სმ–ს უტოლდება.
სინოპტიკოსთა ვარაუდით, თოვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, დედაქალაქშიც, კიდევ ორ დღეს გაგრძელდება, რის შემდეგაც მოსალოდნელია ძლიერი ყინვები. სპეციალისტთა ვარაუდით, ტემპერატურა ცელსიუსით –11–15 გრადუსამდე დაეცემა. სინოპტიკოსები თოვის შეწყვეტის შემდგომ დღეებში თბილისში ქარიშხლის ამოვარდნის ალბათობაზეც საუბრობენ.
8 თებერვალი საქართველოში, ჯერჯერობით, ყველაზე ცივი დღეა – 21 საათზე ტემპერატურა –4 გრადუსია, ხოლო ღამის განმავლობაში მაქსიმალურად დაბალი ტემპერატურა თბილისში –9 გრადუსი იქნება.
კომენტარი