სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩოხატაურში დედამ არასრულწლოვანი ორსული შვილი ჯერ სცემა, შემდეგ კი თავი მოიკლა

საინფორმაციო სააგენტო ჯი-ეიჩ-ენი ქსკლუზიურ მასალას ავრცელებს და წერს, რომ ჩოხატაურის რაიონის სოფელ სურებში დედა-შვილს შორის მომხდარი ჩხუბი ქალის თვითმკვლელობით დასრულდა. სააგენტოს ინფორმაციით, დედა არასრულწლოვან ორსულ შვილს ფიზიკურად გაუსწორდა, ჯერ ჯოხით სცემა, შემდეგ კი სახლიდან გააგდო. ცოტა ხანში კი ქალმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მეზობლები ამბობენ, რომ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი ის იყო, რომ გოგონა გათხოვილი არ იყო. დედამ რომ ქალიშვილის ორსულობის შესახებ შეიტყო, სწორედ ამის გამო მოხდა ყოველივე.

მომხდართან დაკავშირებით ადგილზე საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა არ გამოუძახებიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100