როსტო და ლაშა კურტანიძე გირაოთი გამოუშვეს
ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს და მსახიობ ლაშა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე მხარეებმა სასამართლოში დასაკითხ პირთა სია, მტკიცებულებები წარადგინეს და დააყენეს შუამდგომლობები გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ.
როსტოშვილი და კურტანიძე 6 მაისს დააკავეს. დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით აღიძრა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
კომენტარი