შუქნიშნების გათიშვა, 5 700 ადამიანის უხელფასოდ დარჩენა- რა საფრთხის წინაშე დგას დედაქალაქი?
შესაძლოა, საფრთხე შეექმნას
საგზაო ინფრასტრუქტურის
მოწყობას, მათ
შორის არ
გამოვრიცხავთ საქმე
იქამდე მივიდეს,
რომ დედაქალაქში
შუქნიშნებიც კი
გაითიშოს , - განაცხადა
საკრებულოს უმცირესობის
წევრმა ირაკლი
ნადირაძემ.
როგორც მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ განმარტა, ბიუჯეტის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში, დედაქალაქი დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.
"იმის
გათვალისწინებით,
რომ ბიუჯეტის 1/12 არ არის საკმარისი გაგრძელდეს კომფორტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის
პროგრამა,
ჩვენ შევწყვიტეთ მიმდინარე ტენდერი, რომელიც 100 ახალი ავტობუსის შეძენას გულისხმობდა. დედაქალაქის მთავარი დოკუმეტის ჩავარდნის შემთხვევაში, ასევე. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ აღნიშნული პრობლემები მოსახლეობაზე არ აისახოს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ დედაქალაქის საკრებულო 2014 წლის ბიუჯეტს არ მიიღებს, ქალაქი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება",
_ განაცხადა
აკაკი ჯოხაძემ.
საკრებულოს
უმცირესობის
წევრები უმრავლესობასთან
კონსულტაციებისთვის
მზადყოფნას
გამოთქვამენ
და კოლეგებს ბიუჯეტის პროექტის მიღებისაკენ მოუწოდებენ.
"ინფორმაცია,
რომელიც დღეს მივიღეთ საკმაოდ შემაშფოთებელია.
მაგალითად,
შესაძლოა,
საფრთხე შეექმნას საგზაო ინფრასტრუქტურის
მოწყობას,
მათ შორის არ გამოვრიცხავთ საქმე იქამდე მივიდეს, რომ დედაქალაქში შუქნიშნებიც კი გაითიშოს. ასევე, კეთილმოწყობის მიმართულებით შეიძლება ნაგვის გატანის პრობლემა წარმოიშვას.
3700 ადამიანი
კი, რომელიც აქ არის დასაქმებული, უხელფასოდ დარჩეს. პრობლემები ექმნება შემოერთებული სოფლების წყალმომარაგების
საკითხს, ვაუჩერების დაფინანსებას და ა.შ. ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ საფრთხეებისა, რომელიც შესაძლოა ბიუჯეტის ჩავარდნის შემთხვევაში იწვნიოს დედაქალაქმა. ჩვენ, კიდევ ერთხელ მივმართავთ საკრებულოს უმრავლესობას, მზად ვართ მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ მათ და მოვუწოდებთ, ნუ მიიღებენ ბრმად მათი ბელადების შემოთავაზებულ მითითებებს, რომელიც ბიუჯეტის ჩავარდნას გულისხმობს",
– განაცხადა
საკრებულოს
უმცირესობის
წევრმა ირაკლი ნადირაძემ.
როგორც საკანონმდებლო ორგანოს "ნაციონალური მოძრაობის"
ფრაქციების
წარმომადგენლებმა
აღნიშნეს,
ანალოგიური
შეხვედრები
მერიის სხვა საქალაქო სამსახურებთანაც
გაგრძელდება.
კომენტარი