ჯო ბაიდენი 2016 წელს აშშ-ის პრეზიდენტობას აპირებს
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, შესაძლოა, ამერიკის ვიცე–პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მიიღოს. ამის შესახებ განცხადება თავად ჯოზეფ ბაიდენმა ტელეკომპანია CNN–ის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
ვიცე–პრეზიდენტს გადაცემის განმავლობაში არაერთ კითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა.
საუბრის ბოლოს გადაცემის წამყვანი ბაიდენის სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა, რა დროსაც ვიცე–პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ 2012 წელს მხარს პრეზიდენტ ობამას დაუჭერს.
კომენტარი