ხანძარი ვაკის პარკთან - სამამულო ომის მუზეუმში ცეცხლს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ემსხვერპლა
ვაკის პარკის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ხანძარი სამამულო ომის მუზეუმის მეორე სართულის ერთ ოთახში გაჩნდა, სადაც 1918 წელს დაბადებული, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ცხოვრობდა.
მოხუცებული, სავარაუდოდ, კვამლმა გაგუდა. ხანძრის შედეგად სულ 20 კვ. მეტრის ფართობი დაიწვა.
მომხდარზე გამოძიება ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით მიმდინარეობს, რამაც ცეცხლის მოკიდებით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარი