სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სახურავიდან სახურავზე "მფრინავი" ირაკლი ბათიაშვილი

ირაკლი ბათიაშვილმა 26 მაისის შემდეგ პირველი ბრიფინგი ჩაატარა. მას სახეზე დაზიანებები არ ეტყობა. ბათიაშვილის თქმით, როცა სპეცრაზმი რუსთაველზე შემოვიდა, ბოლო მომენტში მან ცოლისძმასთან ერთად თავი კინოთეატრ „რუსთაველს“ შეაფარა, საიდანაც შენობის სახურავზე ასვლა მოახერხა, სპეცრაზმელები კი დამიზნებით ესროდნენ.

 

„მათ ჩემი დაბრედვა უნდოდათ“, – თქვა ირაკლი ბათიაშვილმა ბრიფინგზე. მისი თქმით, მასთან და თავის ცოლისძმასთან ერთად სახურავზე აქციის ერთ–ერთი მონაწილეც აღმოჩნდა. მათ „რუსთაველის“ შენობის სახურავიდან „სხვა შენობის სახურავზე“ გადასვლა მოახერხეს, იქედან კი თემქაზე, აქციის  ერთ–ერთი მონაწილის სახლში მივიდნენ, სადაც დღემდე იმალებოდნენ.

 

"აი ტვ"–ს ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, თუ როგორ მოახერხეს კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობის სახურავიდან სხვა შენობის სახურავზე გადასვლა, მაშინ როცა კინოთეატრი არ ესაზღვრება დანარჩენ შენობებს, ირაკლი ბათიაშვილმა უპასუხა, რომ დაღლილი იყო და „ეს წვრილმანები“ ზუსტად არ ახსოვს.


და კიდევ ერთი დეტალი: დღემდე ირაკლი ბათიაშვილის ოჯახის წევრები, კერძოდ კი, მისი მეუღლე და ქალიშვილი, ჯიუტად ავრცელებდნენ ცნობას, რომ ირაკლი ბათიაშვილი ხან დაკავებული, ხან კი სასტიკად ნაცემი იყო. დღეს ირაკლი ბათიაშვილმა თვითონვე აღიარა, რომ არც დაკავებული ყოფილა და არც არავის უცემია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100