ცურვაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზღვაში ტრუსების გარეშე შეცურვა დააპირა (+ფოტო)
იმის მიუხედავად, რომ ცურვაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ამერიკელი ამანდა ბინდი არც ცეკვავს, არც მღერის და საერთოდ, არანაიარად არაა დაკავშირებული შოუ–ბიზნესთან, მისმა ფოტოებმა, რომლებიც პაპარაციმ ზღვაზე რჩეულ მამაკაცთან ერთად დასვენებისას გადაიღო, ინტერნეტსივრცე შემოიარა და პოპულარული გახდა.
მოკლე კომენტარებში წერენ, რომ წითელ საცურაო კოსტუმში გამოწყობილმა მოცურავემ სრულიად მოულოდნელად გადაწყვიტა, წელსქვემოთ გაშიშვლებულიყო, რადგან მიიჩნია, რომ საცურაო ტრუსში რაღაც ჩაუვარდა. მართალია, საბოლოოდ მას ამ განზრახვაზე ხელი მისმა გულისსწორმა ააღებინა, მაგრამ დადარაჯებულ პაპარაცებს უტრუსოდ დარჩენის მცდელობის კადრზე აღბეჭდვა არ გამოჰპარვიათ.
როგორც ინტერნეტში მიმოფანტული კომენტარებიდან ირკვევა, ოლიმპიური ჩემპიონით პაპარაცების ძალუმი დაინტერესება იმითაა გამოწვეული, რომ ამანდა ბინდი მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე სექსუალურ მოცურავედაა მიჩნეული.
კომენტარი