სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღვინიაშვილი: არ შეიძლება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ბავშვის სიცოცხლით ივაჭრო

„ნაციონალური მოძრაობის" გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი, კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მანანა ბერიკაშვილის ბრალდებას გამოეხმაურა.

როგორც ღვინიშვილმა 10 თვის ბავშვის გარდაცვალების კომენტირებისას აღნიშნა, მომხდარის გამო შეძრწუნებულია.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს და დაადგენს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მაგრამ რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეს სცილდება ყოველგვარ ზღვარს. მანანა ბერიკაშვილის ქმედება ასევე სცილდება ყველანაირ ზღვარს. არ შეიძლება რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის პატარა ბავშვის სიცოცხლით ივაჭრო, რომ წაგებული არჩევნებიდან გამოძვრე და მოიგო“,– აღნიშნა ღვინიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ სოფელ კოლაგში 10 თვის ჩვილი ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100