IDMC ხელმძღვანელი ცესკოს საქმიანობას პოზიტიურ შეფასებას აძლევს!
სააგენტო "კვირაში" არასამთავრობო ორგანიზაციის IDMC -ის წარმომადგენელმა მიშა ჭიღლაძემ ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრის შეფასებაზე ისაუბრა. შეფასება ეხება 21 აგვისტოდან დღემდე მიმდინარე საარჩევნო პროცესს.
დმანისსა და ასპინძაში გამგებლების გადაცდომებს, რომელთა მოკვლევას დღისათვის ახორციელებენ კომპეტენტური ორგანოები.
ბრიფინგზე განიხილეს საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ხარვეზები და დადებითი მხარეები. „საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება ხორციელდება გამოცდილი და კვალიფიციური კადრებით, სამწუხაროდ დღემდე არსებობოს საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მანკიერი პრაქტიკა, კერძოდ საუბნო საარჩევნო ოლქის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის კანდიდატების არჩევისას არ ტარდება გასაუბრებები და კანონით დადგენილი მოთხოვნების გარდა (რომელიც ეხება შეზღუდვებს, თუ ვინ არ შეიძლება იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი) არ არსებობს კანდიდატების შესარჩევად დამატებითი კრიტერიუმები, შესაბამისად გამოვთქვამთ მოსაზრებას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების მხრიდან, შესაძლოა მიღებულ იქნეს მიკერძოებული გადაწყვეტილებები ხელისუფლების სასარგებლოდ. დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.
ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“ მზად არის თანამშრომლობისთვის, როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ასევე, პარლამენტთან საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ნაწილში და იმისათვისაც რომ გაუზიაროს ევროპული გამოცდილების ნიმუშები.
"ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი მოსაზრებები და რეკომენდაციები რომელიც ეფუძნება დასავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებას და მზად ვართ აღნიშნულთან დაკავშრებით მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ცესკოსთან.“განაცხადა მიშა ჭიღლაძემ.
ხოლო, საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების პროცესი IDMC-მა დადებითად შეფასდა „რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს, იგი ღიად და გამჭირვალედ წარიმართა, რადგან საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შერჩევა ვიდეო მონიტორინგის მეშვეობით მიმდინარეობდა, რომელსაც აკვირდებოდა 4 არასამთავრობო ორგანიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ შერჩეულ წევრებს შორის გენდერული ბალანსი დაცულია (53% - 47%-ზე)”.
ასევე, შეფასებაში გამახვილდა ყურადღება სიახლეებზე, რომელიც ცესკომ შესთავაზა ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს. ისაუბრეს, სოციალურად დაუცველთა ჩართულობის შესაძლებლობაზე, რაც გამოიხატება მათ საარჩევნო კამპანიის ამა თუ იმ რგოლში მონაწილეობაში, ისე რომ არ შეეზღუდებათ სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლება.“ განაცხადა გამომსვლელმა.
მიშა ჭიღლაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ IDMC-ი გააგრძელებს მუდმივ მონიტორინგს საარჩევნო პროცესებზე, იმუშავეს ცხელი ხაზი მოქალაქეთათვის, ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ კანონდარღვევების შესახებ დატოვონ შეტყობინება.
კომენტარი