სტივ ჯობსს ავტომობილ iCar-ის შექმნა სურდა
Apple-ის ერთ-ერთ დამაარსებელსა და კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს, სტივ ჯობსს iCar-ის შექმნა სურდა. მას უკვე დაპროექტებული ჰქონდა მექანიზმის დიზაინი და კონსტრუქცია.
აღნიშნული ინფორმაცია Apple-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გაავრცელა.
„შეხედეთ ამერიკის შეერთებული შტატების ავტოინდუსტრიას. საშინელი სიტუაციაა. გარდაცვალებამდე სტივი iCar-ის შექმნაზე ოცნებობდა და ვთვლიდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ავტოინდუსტრიის 50 პროცენტის ათვისებას მოვახერხებდით. სამწუხაროდ პროექტის ხორცშესხმა არ მოხერხდა“, - აღნიშნავს დრექსლერი.
შეგახსენებთ, რომ ჯობსი 2011 წლის 5 ოქტომბერს პროგრესირებადი ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა.
ავტომობილთან დაკავშირებული პროექტი დაემატა იმ გეგემბის სიას, რომლებზეც ფიქრობდა და ოცნებობდა ჯობსი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯობსი უკანასკნელი დროის მანძილზე Apple-ის ტელევიზორის შექმნაზე მუშაობდა.
არაოფიციალური წყაროს ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ პროექტზე მუშაობა გრძელდება და მსოფლიო საზოგადოება Apple-ის ტელევიზორებს 2012 წლის მიწურულს იხილავს.
კომენტარი