სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩვენი სურვილია, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი რაც შეიძლება მცირე იყოს, თუმცა მეოთხეული და მეხუთეული გადაცემების დაწყება გარდაუვალია"

მეოთხეული და მეხუთეული გადაცემების დაწყება გარდაუვალია, ასე მოხდა ყველა ქვეყანაში, ეს დროის ამბავია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ადამიანებს შორის ურთიერთობას ვერ აკრძალავენ, ამიტომაც მეოთხეული და მეხუთეული გადაცემები გარდაუვალია.

„ის ღონისძიებები, რომლებიც ეხლა ხორციელდება, გათვლილია მოსახლეობაში მეოთხეული მეხუთეული გადაცემების მიმართ. ყველას, ვისაც კრიტიკული სიმპტომები ექნება, ასევე სურვილის მიხედვით ტესტირება ჩაუტარდება. ჩვენი სურვილია, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი რაც შეიძლება მცირე იყოს“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100