საელჩოში სამ უწყინარ კითხვაზე პასუხის გასაცემად დრო ვერ გამონახეს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ მინისტრის ბიოგრაფაში ვკითხულობთ, რომ თეა წულუკიანმა: „1998 წელს, წარმატებით ჩააბარა საკონკურსო გამოცდა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA). 2000 წელს თეა წულუკიანმა სახელმწიფო მართვის სკოლა დაამთავრა და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში (MPA).“
„მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში“ იურიდიულ განათლებას წესით არ გულისხმობს, მაგრამ ამის მიუხედავად, დღეს თეა წულუკიანის დიპლომთან დაკავშირებით საფრანგეთის საელჩომ განსხვავებული განცხადება გააკეთა.
ინტერპრესნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პრესატაშემ, ქსავიერ როუარდმა განაცხადა, რომ საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლის (ENA)-ს დიპლომირებულ პირს აქვს იურიდიული განათლება.
ინტერპრესნიუსის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ GEO INTERNET MEDIA GROUP-ი (presa.ge, droni.ge, itv.ge) საფრანგეთის საელჩოს კომენტარისათვის დაუკავშირდა.
საფრანგეთის საელჩოს პრესსამსახურმა (კერძოდ თამარ ქათამაძემ) შეკითხვების ელექტრონულ მისამართზე გადაგზავნა გვთხოვა და პასუხის გაცემასაც დაგვპირდა.
რამდენიმესააათიანი ლოდინის შემდეგ პრესსამსახურს განმეორებით დავუკავშირდით: „ელჩმა თქვენი შეკითხვები წაიკითხა და როგორც კი პასუხს გასცემს, მაშინვე გადმოგიგზავნით“-განუცხადა droni.ge-ს თამარ ქათამაძემ.
პასუხის ლოდინში კიდევ ერთი საათი გავიდა, ამასობაში საფრანგეთის საელჩომ კომენტარი რამდენიმე მედიასაშუალებასთან გააკეთა, ჩვენი კითხვები კი ისევ უპასუხოდ რჩებოდა, რის გამოც საელჩოს პრესცენტრს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით. „ძალიან დაკავებულია და ვერ მოახერხებს თქვენი შეკითხვებისთვის პასუხის გაცემას“- ეს საელჩოს ბოლო კომენტარია.
რატომ ვერ გამონახა დრო საფრანგეთის საელჩომ „უწყინარი“ კითხვებისთვის ეპასუხა, ჩვენთვის უცნობია. თუმცა მაინც გთავაზობთ შეკითხვებს, რომელზე პასუხიც საფრანგეთის საელჩოში „მოუცლელობის“ გამო არ აქვთ...
1. სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს ინფორმაციას: "საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლის (ENA) დიპლომირებულ პირს აქვს იურიდიული განათლება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პრესატაშემ , ქსავიერ როუარდმა განუცხადა", - არის თუ არა ეს განცხადება საფრანგეთის საელჩოს იფიციალური პოზიცია?
2. იუსტიციის მინისტრის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით (რომელიც იუსტიციის სამინისტროს ვებ გვერდზეა განთავსებული justice.gov.ge): "2000 წელს, თეა წულუკიანმა სახელმწიფო მართვის სკოლა დაამთავრა და დაიცვა მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში (MPA)". ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, წულუკიანმა ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში დაიცვა და არა იურისპრუდენციაში. რაზე დაყრდნობით აცხადებს პრეს-ატაშე იმას, რომ იუსტიციის მინისტრმა უმაღლესი იურიდიული განათლება ENA-ში მიიღო?
3. იცნობს თუ არა, საფრანგეთის საელჩოს პრეს-ატაშე ქსავიერ როუარდი ქართულ კანონმდებლობას, კერძოდ "პროკურატურის შესახებ კანონის" 31-ე მუხლს და შეესაბამება თუ არა, წულუკიანის მიერ ENA-ში გავლილი კურსები ამ მუხლის მოთხოვნებს?
P.S: საფრანგეთის ელჩმა, დღეს ტელეკომპანიებთან ისაუბრა თეა წულუკიანისა და ENA-ს შესახებ. მან განაცხადა, რომ ENA იძლევა იურიდიულ განათლებას.
მისი
განცხადების
შემდეგ
გაჩნდა
მოსაზრება,
რომ
ელჩის
ვრცელი
კომენტარი
შესაძლოა
წულუკიანის
შეფარულ
მხარდაჭერასაც
გულისხმობდა.
თუმცა,
ჩვენ
ამას
არ
ვამტკიცებთ.
ფაქტი
მხოლოდ
ისაა,
რომ
საფრანგეთის
ელჩმა
ან
პრესატაშემ
დრო
ვერ
გამონახა
სამ
უწყინარ
კითხვაზე
გაეცა
პასუხი.
შეგახსენებთ, რომ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის პოსტის დასაკავებლად, აუცილებელი მოთხოვნაა უმაღლესი იურიდიული განათლება. თეა წულუკიანის იურისტობა კი მისი ბიოგრაფიის შესწავლის შემდეგ გახდა საეჭვო.
კომენტარი