სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სად და რატომ გაიხსენა დავით ბაქრაძემ 1924 წლის აჯანყება?

დღესერთიანი ნაციონალური მოძრაობისსაპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე გრემის მთავარანგელოზის მონასტერში, ღვთისმშობლის მიძინების სადღესასწაულო წირვას დაესწრო. წირვა ნეკრესის მეუფემ აღავლინა. პრეზიდენტობის კანდიდატმა მრევლს და სრულიად საქართველოს მიულოცა მარიამობა და მშვიდობა უსურვა.

დღესვე დავით ბაქრაძე კახეთის რეგიონში სოფელ ენისელში იმყოფებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი ადგილობრივი მოსახლის ზვიად დუშმანიშვილის ოჯახს ესტუმრა და მარიამობა მიულოცა. დავით ბაქრაძემ ასევე 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაც გაიხსენა და ხაზგასმით აღნიშნა იმ ადამიანების გმირობა, ვინც უახლოეს წარსულში სამშობლოს თავისუფლებასა და ერთიანობას შეეწირნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100