სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გახდომის ყველაზე სასიამოვნო და სახალისო გზა

ცნობილი გამონათქვამი „სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს“ მეცნიერებმაც დაადასტურეს.

აღმოჩნდა, რომ სიცილს გააჩნია საკმაოდ სასარგებლო თვისება და გავლენა მთელს ორგანიზმზე, მათ შორის წონაზე, უფრო მეტიც, მან შესაძლოა გარკვეუწილად ფიტნესიც კი ჩაანაცვლოს.

კვლვებმა აჩვენა, რომ სიცილს გააჩნია ძალა დადებითად იმოქმედოს არტერიულ წნევაზე, შეამციროს სტრესი და თქვენ წარმოიდგინეთ, გააუმჯობესოს იმუნური  სისტემაც კი. ამით ის ხელს უწყობს სიცოცხლის გახანგრძლივებას.

ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის დროსაც მოხალისეებს აჩვენეს ვიდეო, სადაც ჩაწერილი იყო განსხვავებული ადამიანების სიცილის მომენტები ანუ გასნხვავებული ემოციები.

ექსპერიმეტში მონაწილეთა  ორგანიზმზე, ვიდეოს ჩვენებამ იქონია იგივე გავლენა, როგორც ფიტნესკლუბში სპორტული ვარჯიშების დროს, ან მის შემდეგ. მაყურებლებში შემცირდა სტრესის დონე, გაიზარდა სისხლში T  ლიმფოციტების რაოდენობა და  ასევე დაიწია არტერიულმა წნევამ.

ამან აჩვენა რომ სასარგებლოა ნებისმიერი სიცილი. ყველაზე დადებითი ემოცია აჩვენა ქალბატონის  ხმამაღალმა პირღია ხარხარმა.   მარტივი დახურული ტუჩებით სიცილმა ყველაზე ნაკლები დადებითი ემოცია გამოიწვია.

„ჩვენ ვრეაგირებთ ემოციურად როდესაც გვესმის სიცილი,“ –   აღნიშნავს პროფესორი მაიკლ  აურენი (Michael Owren)  „ეს გაუთვიცნობიერებელი პასუხია იმისა, რომელსაც გამოვიმუშავებთ მთელი ცხოვრების განმავლობაში და მნიშვნელოვან გავლენას  ახდენს, ჩვენ თუ როგორ ინტერპრეტაცია ვუკეთებთ სიცილს ცხოვრებაში. 

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100