სკოლის დაბომბვისას მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა
ბოლო მონაცემებით, მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა ნიკოლაევში გუშინდელი დაბომბვისას. სკოლის შენობა მთლიანად განადგურდა. თავდასხმის ამსახველ ვიდეო ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორმა, ვიტალი კიმმა გაავრცელა. მან სოციალურ ქსელში დაწერა - "რა ზნეობრივი ურჩხული უნდა იყო, რომ ასეთი ბრძანებები გასცე და შეასრულო!".
კომენტარი