კალაძე: „ავტობუსების პარკი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.“
თბილისის მერი ავტობუსების ჩანაცვლებაზე საუბრობს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში
ნათქვამია, რომ თბილისში არსებული 700-მდე ავტობუსიდან 456-მა ტექდათვალიერება ვერ
გაიარა. შესაბამისად, ეს ავტობუსები არ არის მწყობრში და მათი გადაადგილება დაუშვებელია.
მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ტრანსპორტს ხაზზე მოძრაობა არ შეუწყვიტავს.
მუნიციპალური ტრანსპორტი გამონაბოლქვისა და, შესაბამისად,
ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი წყაროა. თბილისის მერია რამდენიმე კვირაა საუბრობს ყვითელი
ავტობუსების ახალი ავტობუსებით ჩანაცვლებაზე. კახა კალაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის
ეთერში ამბობს, რომ პროცესს 2-3 წელი დასჭირდება.
„ავტობუსების პარკი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ, ვსაუბრობთ 700 ახალი ავტობუსის შემოყვანაზე. ეს პროცესი გაწერილი იქნება და მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში ძველი ავტობუსები ჩანაცვლდება,“ - აცხადებს კახა კალაძე.
კომენტარი