ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს
ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს.
„ვაცნობიერებ იმას, რომ ჩემი ინფორმაციის მიწოდებით სახელმწიფო უწყებებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია და ჩემი შეტყობინების საფუძველზე ჩაითვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობდა. ეს ყველაფერი ჩემი ბრალია, თუმცა, გარწმუნებთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ მოხდეს,“ - აღნიშნა გურიელიძემ ჟურნალისტებთან.
ამასთან, ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა, რომ იგი სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს და ამ წუთებშიც დაკითხვაზე მიდის.
კომენტარი