ყველაზე ძვირადღირებული მარტინი პარიზში იყიდება
მსოფლიოს სხვადასსხვა ქვეყანაში, ტურისტები მასპინძელი ქვეყნის სამზერეულოს დაგემოვნებისას სოლიდური თნხის გადახდას არ იშურებენ. კიდევ უფრო ხელგაშლილები არიან ალკოჰოლურ სასმელთნ მიმართებაში.
ტურისტულმა საიტმა Travel+Leisure–მა ერთმანეთს შეადარა უმსხვილეს ქალაქებში არსებული მარტინის ფასები. ფასების შედარებისას გაირკვა, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელი, ყველაზე ძვირი პარიზულ ოტელებშია, სადაც ის ერთ ულუფაზე 25 დოლარი ღირს.
ლონდონსა და რომში ეს სასმელი 23 დოლარად იყიდება, სიდნეიში ერთ ბოკალ მარტინის 21 დოლარად შეიძენთ, ნიუ–იორკში 19 დოლარად, სინგაპურში კი ის თქვენს მაგიდაზე 18 დოლარის გადახდის შემთხვევაში მოხვდება. ყველაზე იაფფასიანი მარტინი კი სამხრეთ აფრიკულ კეიპტაუნში იყიდება, სადაც ის მხოლოდ 7 დოლარი ღირს.
კომენტარი