25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი – დღეს გადაჭარბებული თავდაჯერებულობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გარშემომყოფების ქმედებები თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს, მაგრამ აუცილებლად ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ.
კურო – სასიყვარულო ურთიერთობაში გააქტიურება გმართებთ. არ დაივიწყოთ მეგობრები, მათთან კავშირი თქვენს დადებით ემოციებთან პირდაპირ კავშირშია.
ტყუპები – თუ გარემოებებით სათანადოდ ისარგებლებთ, ბიზნესში წარმატება გელოდებათ. მნიშვნელოვან საქმეებს სამომავლოდ ნუ გადადებთ.
კირჩხიბი – ელოდეთ კურიოზებს, ძალიან მხიარული დღე გელოდებათ. წარმატება ელოდებათ კანონის, საინფორმაციო და წესრიგის დაცვის სფეროში მომუშავეებს.
ლომი – თქვენსა და თქვენს რომელიმე ახლობელს შორის, შესაძლოა, გარკვეული უთანხმოება მოხდეს. საკმაოდ დამღლელი დღე გელით, ამიტომ ეცადეთ დღის განმავლობაში რამდენიმეჯერე შეისვენოთ.
ქალწული – საქმიანობაში დამხმარე დაგჭირდებათ. დღეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან მოგიწევთ ურთიერთობა
სასწორი – დღეს სამართლიანობის იმედი არ გქონდეთ. სასურველია საღამოს მეგობრებს შეხვდეთ და თქვენთვის სასურველსა და აუცილებელ თემაზე დაელაპარაკოთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ რჩევები, რომლებსაც ისინი მოგცემენ.
მორიელი – დღე გეგმის მიხედვით ჩაივლის. საქმიანობაში ხელს არავინ შეგიშლით. შრომისმოყვარეობას აუცილებლად დაგიფასებენ.
მშვილდოსანი – იმოქმედეთ წინასწარ დასახული გეგმით. თანმიმდევრული მოქმედება სიამოვნებას მოგანიჭებთ.
თხის რქა – დღეს სიმშვიდე და შინაგანი წონასწორობა გმართებთ. გასული კვირის მოგონებები ხშირად შეგახსენებენ თავს. თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა დიდი ხნის წინ მივიწყებული ადამიანი გამოჩნდეს.
მერწყული – წარმატებული დღე გელით, მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ შრომისმოყვარეობას მოუხმობთ და სიზარმაცეს უფლებას არ მისცემთ გძლიოთ.
თევზები – დღეს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. დიდი ყურადღებით მოეკიდეთ იურიდიულ დოკუმენტებს.
კომენტარი