სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრახით დასრულებული სასიყვარულო ისტორია და სიმღერა, რომელიც ამ გრძნობამ დატოვა

მუსიკოსი და მხატვარი ბადრი ფილიშვილი ნიჭიერი ხელოვანია. გთავაზობთ მის ახალ კლიპსა და სიმღერას, რომელსაც საინტერესო ისტორია აქვს, და რომელზეცმუსიკოსმა დრონი.ჯი-სთან ისაუბრა:

ბადრი ფილიშვილი: ამ სიმღერას თავის სასიყვარულო ისტორია აქვს და ყოველთვის მინდოდა საზოგადოებისათვის გამეზიარებინა. სამწუხაროდ ჩემი სასიყვარულო ურთიერთობა კრახით დასრულდა, მაგრამ მოხარული ვარ, რომ სწორედ ამ ურთიერთობამ შექმნა ის სიმღერა, რომელზეც დღეს უკვე კლიპი გადავიღეთ.

კლიპი ბექა ჩოკოშვილის დახმარებით შეიქმნა, იდეა მოვიდა სპონტანურად - ჩემთან სტუმრად მსახიობი იოანე ქართველი იმყოფებოდა. ჩემთვის ვღიღინებდი გიტარაზე, როდესაც იოანემ სპონტანურად გალაქტიონის ლექსი, „მზეო თიბათვისა“ წაიკითხა, იმდენად მოგვეწონა შესრულებული, რომ მისი ჩაწერა გადავწყვიტეთ და და შემდეგ კლიპიც გადავიღეთ. იმედია საზოგადოებას მოეწონება ჩვენი ნამუშევარი.

რაც შეეხება მომავალ გეგმებს იქნება საღამო სულ მალე, სადაც ამ სიმღერის პრეზენტაცია შედგება, ასევე იქნება ჩემი ნახატების გამოფენაც.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100