სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქეთი მელუა ბრიტანელ უმდიდრეს მომღერლებს შორის II ადგილზეა

ქართველი მომღერალი ქეთი მელუა, ბრიტანეთის უმდიდრეს, 30 წლამდე მომღერლების სიაში მეორე ადგილს იკავებს. ამის შესახებ The Sunday Times იტყობინება.

სიას სათავეში ცნობილი მომღერალი ადელი უდგას, რომელიც 20 მილიონი ფუნტი სტერლინგის ქონებას ფლობს. ეს მაჩვენებელი 14 მილიონით მეტია გასული წლის ქონებასთან შედარებით.

მეორე ადგილს სამი მომღერალი იყოფს. შერილ კოული (Girls Aloud), ლიონა ლიუსი და ქეთი მელუა, გასული წლის მსგავსად, 12 მილიონ ფუნტ სტერლინგს ფლობენ.

გაცილებით უფრო მდიდრები არიან ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობები. მაგალითად, სიის პირველ ნომერს - დენიელ რედკლიფს 54 მილიონი ფუნტი სტერლინგის ქონება აქვს, ხოლო კირა ნაითლი 30 მილიონი ფუნტი სტერლინგის მესაკუთრეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100