სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის მერია შსს-ს წერილით მიმართავს

თბილისის მერია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილით მიმართვას და უწყებას სთხოვს გაატაროს მასზე კანონოთ დაკისრებული მოვალეობა და განახორციელოს პოლიგონთან მისასვლელ გზაზე მოძრაობის აღდგენა.

წერილში ნათქვამია, რომ საზოგადოების ნაწილმა საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონთან მისასვლელი სამანქანო გზა უკვე სამი დღეა გადაკეტა.
აღნიშნული პოლიგონი ერთადერთია ქალაქში, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ხდება ნარჩენების განთავსება. თბილისის მერიის წერილის მიხედვით, გზის გადაკეტვით, სპეციალური ტექნიკის პოლიგონის მიმართულებით მოძრაობის შეზღუდვა შეუძლებელს ხდის ქალაქის დასუფთავებასა და სხვადასხვა უბნიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას.
ყოველივე ეს აზარალებს თბილისის მოსახლეობას და ქალაქში სანიტარიულ მდგომარეობას ამძიმებს, – ნათქვამია თბილისის მერიის წერილში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100