სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხაინდრავა - ესპანეთში, ბერძენიშვილი - ამერიკაში, ბესელია - სახლში, ბურჯანაძე - ქუჩაში

ოპოზიციას საზაფხულო შვებულება გაუგრძელდა. შემოდგომაზე კი ახალი ფრონტის გახსნას აპირებს. სანამ ნინო ბურჯანაძე სახალხო-წარმომადგენლობით კრებაში ნდობის მოპოვებას ცდილობს (მოგეხსენებათ, გასული წლის აპრილში სამარცხვინოდ დასრულებული აქციების შემდეგ წითელი ინტელიგენცია ოპოზიციას აღარ ენდობა), ეტყობა, ბურჯანაძე თავისი დიდი და სახელოვანი მასწავლებლის, ედუარდ ამბროსოვიჩის გამოცდილების გათვალისწინებას აპირებს.
ფგდსგფდ
ედუარდი ხომ სწორედ წითელ ინტელიგენციას ეყრდნობოდა ძალაუფლების შენარჩუნების გზაზე და მანამდეც ხომ სწორედ ამ ინტელიგენციამ დააბრუნა ის თბილისში, ყვავილებით დახვდა აეროპორტში, მანამდე ზვიადი დაამხო, სწორედ ამ ინტელიგენციამ დადგა გულისამაჩუყებელი სცენა რუსთაველზე, ედუარდს დაუჩოქა. ყოველივე ამის შემდეგ, რაღა გასაკვირია, ბურჯანაძეც სწორედ ედუარდის მსგავსად აპირებს გვერდზე გასწიოს პოლიტპარტნიორები და კრემლისა და პუტინისკენ სათნოებით მომზირალი ინტელიგენცია დააყენოს ბრძოლის ავანგარდში.
ფგდსგფდ
ფქვილის დედოფალი და ქართველი მარგარეტი თავის ერთადერთ კონკურენტად ალასანიას მიიჩნევდა. თვითმმართველობის არჩევნებში ალასანიას მარცხის თაობაზე ყველა დონის შეხვედრაზე საუბრობს და თანაც ნიშნის მოგებით ამბობს, ხომ გეუბნებოდით, არჩევნებით ამ ხელისუფლებას ვერ მოუგებთ.
ფგდსგფდ
ალასანიას ხელისუფლების მორიგ პროექტს უწოდებს, ზუსტად ისე, როგორც მანამდე ოპოზიციის სხვა სუბიექტები გიორგი თარგამაძეს უწოდებდნენ ხელისუფლების ხელდასხმულ ოპოზიციას. ნინიკოსთვის ალასანიას ბოლომდე გასვრა მომგებიანია, ის ხდება ერთადერთი და განუმეორებელი ლიდერი დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრში, თანაც ლიდერსაც გააჩნია, შეურიგებელთა და რადიკალთა დედოფალია.
ფგდსგფდ
ოპოზიციამ ხალხის იმედები ვერ გაამართლა, ახლა ინტელიგენცია თუ გამოიყვანს ხალხს ქუჩაში. შემოდგომაზე სახალხო-წარმომადგენლობითი კრების გააქტიურებაც ამ მიზანზეა გათვლილი. Gგოგი ქავთარაძეს, ნონა გაფრინდაშვილსა და ჭაბუა ამირეჯიბს თუ არ დაუჯერებს ხალხი, აბა, ვისი რა უნდა იწამოს!
ფგდსგფდ
ალასანია სანამ პარტიულ სტრუქტურებს აშენებს რეგიონებში, ნინიკო რეგიონებიდანვე "ჩალიჩობს" ხალხის ჩამოყვანაზე, დაახლოებით ისე, ზვიად გამსახურდიას ავტობუსებით რომ ჩამოჰყავდა დამხმარე რაზმები.
ფგდსგფდ
ბურჯანაძეს ძველი პარტნიორები ამ ბრძოლაში აღარ სჭირდება. ალასანიასთან ისეა, როგორც კატა ძაღლთან, შესაბამისად, "რესპუბლიკელებთან" და "მემარჯვენეებთანაც" ვერ დაალაგა ურთიერთობები, "მემარჯვენეებს" მაინც ძველი ბოღმა აქვთ, პლედები არ დაგვირიგაო. სალომე ზურაბიშვილთანაც დიდი ჯახი ჰქონდა სწორედ არჩევნების მერე, ნინიკომ სალომე გალანძღა, არც სალომე დარჩა ვალში და ეტყობა, კარგა ხანს ვერც შერიგდებიან.
ფგდსგფდ
ანზოროვნას არც "ლეიბორისტები" აინტერესებს, მართალია, შალვას მუდმივად ჰყავს 6%-იანი ელექტორატი, მაგრამ მშრომელთა მამა ბოლო ხანს ოპოზიციონერ კოლეგებს გარედან აკვირდება მხოლოდ და ბრძოლის შუაგულში შევარდნას ერიდება. ლევან გაჩეჩილაძე თავის მესიად მონათლულ ძმასთან ერთად საგურამოში ისვენებს, ჯერ კიდევ დეპრესიაშია, ხანდახან თუ გაახსენდება პრესას ძმები "გრეჩიხები", ახლახან კი ერთმა გაზეთმა ისიც დაწერა (ჭორია თუ სიმართლე, ვერ გეტყვით), ისე გარეკა "უცნობმა" ილიაობის ნიადაგზე, რომ ოცნებობს ტერაქტი მოუწყონ და ისიც აუცილებლად წიწამურთან, სხვა ვარიანტებს არც კი განიხილავსო. განდიდების მანიით შეპყრობილი უმცროსი გაჩეჩილაძე საკნიდან გასვლას მანამ არ აპირებდა, სანამ სააკაშვილის რეჟიმს არ დაამხობდა. სააკაშვილი ისევ მყარად დგას, უცნობი კი დაიღალა საკანში ლოდინით და საგურამოს ჯანმრთელი ჰაერი ამჯობინა.
ფგდსგფდ
ამ ოპოზიციას რომ ჰკითხოთ, დღე და ღამე არ სძინავს ხალხზე ფიქრით, არადა სწორედ ზაფხულში, არჩევნებიდან სულ ცოტა ხანში ბრძოლის გადადება გამოაცხადა, შემოდგომამდე დაგვემშვიდობა და მთელი ზაფხული პირად დასვენებას მოახმარა, ნაცვლად იმისა, რომ თბილისში დარჩენილიყო, შეცდომები გაეაზრებინა და მომავლის გეგმები დაესახა.
ფგდსგფდ
თუმცა რა გეგმებზეა საუბარი, აგერ მაგალითად, ეკა ბესელია ეიფელის კოშკის ფონზე გამოვიდა პარიზში ყოფნის დროს და დაიმუქრა, საფრანგეთს პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ, ხელისუფლება მდევნის და ჩემს ოჯახს ავიწროებსო, ამ დროს კი ქობულეთის კაფეში, მისი ძმა და შვილი ხულიგნობისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. შვილი დიდხანს იმალებოდა, მერე მაინც დაიჭირეს, ეკა კი ამ დროს საფრანგეთში დარჩენას და იქიდან ბრძოლას აპირებდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბესელიას ძმა და შვილი ციხიდან შეწყალების საფუძველზე გამოუშვეს. იქნება თუ არა ამის შემდეგ ეკა ძველებურად რადიკალური, ეს თავად განსაჯეთ.
საქართველოდან გაქცევა ახალი მოდა გახდა, ცოტა ხნის წინ ღვაწლმოსილმა მეცნიერმა და დისიდენტმა, ლევან ბერძენიშვილმა ერთ-ერთ გამოცემას განუცხადა, რომ ამერიკაში სამკურნალოდ მიემგზავრება ექვსი თვით, თანაც რეიგანის სტიპენდია მოუგია და იქ თურმე ლექციების წაკითხვას აპირებს, აქ უნივერსიტეტში საათებს არ მაძლევენ და რა ვქნაო. Mღვაწლმოსილი რეჟისორი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა, რომელიც ამ ბოლო დროს პოლიტიკურ კაიფშია, ისიც აპირებს გაქცევას. "პაბეგია" თუ მართლა ფინანსებში გაიჭედა და ოჯახი დაუპურებელი ჰყავს, ვერ გეტყვით, თავად ამტკიცებს, ოჯახის რჩენა გამიჭირდა და ცოტა ხნით ესპანეთში სამუშაოდ გავემგზავრებიო.
ფგდსგფდ
ასე მძიმედ და უნუგეშოდ არის ოპოლიდერების საქმე, ღრმა დეპრესიამ უცხო ქვეყნებისკენ უბიძგათ, ამიტომ ანზოროვნას დარჩა ბურთი და მოედანი, ვაი იმის მოსწრებას, ვინც მის აქციას დაარბევს, გასული წლის აპრილში მისი ბადრი საკუთარი ჯიპიდან ხელკეტებს თუ ურიგებდა მომიტინგეებს, ახლა კალაშნიკოვების ჩამორიგებაზეც არ იტყვის უარს.
ფგდსგფდ
ბოლოს ეროვნულ ფორუმზე ვთქვათ ორიოდე სიტყვა. შარშანდელი აქციების დროს ხალხის დიდი რაოდენობით გახარებულმა გუბაზ სანიკიძემ ისე აურია, ამტკიცებდა, ეს ხალხი მხოლოდ ეროვნული ფორუმის დაძახებაზე მოდის აქციებზე და სხვა პარტიები ფეხზე ჰკიდიაო, მოკლედ, ჩვენ ვართ ვინც ვართო. ახლაც კოჭებში ეტყობათ, არ აპირებენ ანზოროვნას ორგანიზებულ აქციებზე მისვლას, ჩვენ მეტი მხარდამჭერები გვყავს და უფრო მასშტაბურ აქციებს გავმართავთო. მოკლედ, ცხელი თუ არა, პოლიტიკურად დატვირთული და სანახაობრივი შემოდგომა გველოდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100