სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოქსირებულ პალატაში ის ახალგაზრდა ქალი მოათავსეს, რომელსაც ბოლნისიდან ჩასულ მოქალაქესთან კონტაქტი ჰქონდა

დღეს, ფოთის ჰოსპიტალში ბოქსირებულ პალატაში ახალგაზრდა ქალი მოათავსეს. მან კლინიკას მას შემდეგ მიმართა, რაც ბოლნისი და მარნეული საკარანტინო ზონებად გამოცხადდა. ახალგაზრდა ქალის ინფორმაციით, მას კონტაქტი ჰქონდა ბოლნისიდან ჩამოსულ მოქალაქესთან.

ექიმების თქმით, პაციენტს რენტგენოლოგიური კვლევის შედეგად პნევნომია დაუდასტურდა.

"დღეს კლინიკაში მოგვმართა პაციენტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გუშინდელი დღიდან ჰქონდა ერთეული ხველა და ტემპერატურის მატება, მან ასევე აღნიშნა, რომ 15 რიცხვში შეხება ჰქონდა პიროვნებასთან, რომელიც იყო ბოლნისიდან, ამიტომ მოვიდა ჩვენთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად.

რედგენოლოგიურად დადასტურდა პნევმონია. შევატყობინეთ ინფექციონისტებსა და ეპიდემიოლოგებს, რის შემდეგაც პაციენტი ინფექციურ საავდმყოფოში გადაიყვანეს, მიმდინარეობს მასზე დაკვირვება.

მდგომარეობა ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია. ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი ხვალ საღამოს გახდება ცნობილი" - განაცხადა თერაპევტმა ქრისტინა დანელიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100