სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავითაია VS ზაქარეიშვილი აფხაზეთის თემაზე

ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით იყო საუბრები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა ,,დიალოგში'' დავით პაიჭაძესთან ერთად, სადაც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით კითხვებს უპასუხა. მისი განცხადებით, ქართულმა მხარემ უნდა დაიწყოს ახალი ელემენტების შემუშავება და ახალი პოზიციების შეთავაზება.

გადაცემის ავტორის მხრიდან კითხვა დაისვა სარკინიგზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რასაც თავის დროზე ზაქარეიშვილი დადებითად აფასებდა. მინისტრმა ამჯერადაც ხაზი გაუსვა, რომ ეს იქნებოდა სასარგებლო თავად აფხაზებისთვისაც და ზოგადად ურთიერთობების გასაღრმავებლად. თუმცა ზაქარეიშვილი ამას არა სახელმწიფოს, არამედ მის პირად პოზიციას უწოდებს, ,,რაც შეხება სარკინიგზო მიმოსვლას, ეს არის პირადად ჩემი მოსაზრება, თუ რა შეიძლება ყოფილიყო აფხაზებისთვის სასარგებლო საქართველო რუსეთის ურთიერთბებში. ამაზე თავად აფხაზებმა, ლაკობამ კატეგორიული უარი განაცხადა’’- აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.

გადაცემაში ხელისუფლების წარმომადგენლისგან განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვა პარტია ,,ევროპელი დემოკრატების’’ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ. მთავარი აქცენტი დავითაიას მხრიდან გაკეთებული იყო პასპორტების საკითხთან, სარკინიგზო მიმოსვლასთან და ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით. მისი თქმით, არცერთი ხელისუფლების დროს საკითხი კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით წინ არ წასულა. მისი განმარტებით, როცა ზაქარეიშვილი საუბრობდა ექსპერტის რანგში, ეს მისი პოზიციები იყო, მაგრამ დღეს უკვე მისი პოზიცია არის სახელმწიფო მინისტრის პოზიცია.

,,რაც შეეხება რკინიგზასთან დაკავშირებულ თემას, ამაზე ძალიან ბევრი კითხვები არის, ჩვენ არ დაგვავიწყდეს ვისთან გვაქვს საქმე და რასთან. საქმე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიას. ნებისმიერი მატარებელი რომელიც გავა, და ნებისმიერი მგზავრი რომელიც გაივლის, იქ აფხაზური მხარე მოითხოვს ბეჭდის ჩარტყმას, რომ მან გადაკვეთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარი, ენგურზეც და ფსოუზეც’’-განაცხდა პაატა დავითაიამ.

როგორც ცნობილია, ზაქარეიშვილი აფხაზეთის მხარედ აღარებასაც უჭერს მხარს და მას ამის შესახებ არაერთხელ განუცხადებია სხვადასხვა დროს, უფრო მეტიც, მას არც აფხაზური პასპორტების აღიარება მიაჩნია პრობლემად. ამასთან დაკავშირებით პაატა დავითაიამ ღიად შეახსენა სახელმწიფო მინისტრს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებობს ერთადერთი დოკუმენტი და ესაა მათი პასპორტი და თუ ჩვენ ვცნობთ ამ დოკუმენტს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვცნობთ მათ დამოუკიდებლობას.

,,ბატონმა პაატამ ბრძანა, რომ უნდა ვცნოთ აფხაზური და ოსური პასპორტები. მე ვამბობ, რომ ეს არის აღიარება, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არის ერთი პასპორტი, სხვა დოკუმენტი იქ არ არისებობს და თუ ჩვენ მას ვცნობთ, ეს უკვე მათი, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაა’’-აცხადებს ოპოზიციონერი.

ერთ-ერთ მნიშვნელოვანი თემა, რაზეც ასევე არაერთგზის ყოფილა ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან საუბარი, ეს არის მხარეებად აღიარების საკითხი.

პაატა დავითიას განცხადებით, ეს არის დაუშვებელი, მითუმეტეს მაშინ, როცა ტერიტორიები არის ოკუპირებული, ,,დსთ-ს ფორმატშიც კი არ ყოფილა აფხაზები მხარედ აღიარებული, გაეროს დოკუმენტებში არის მოხსენიებული აფხაზეთი და იქვე ფრჩხილებში წერია საქართველო. ეს პრინციპული საკითხია’’- განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ევროპელი დემოკრატების ლიდერმა.

პაატა დავითაიამ პასპორტების აღიარების საკითხთან დაკავშირებით, პაატა ზაქარეიშვილს აფხაზეთის ომის დროს, საკუთარი ოჯახის წევრების დახვრეტის ფაქტი შეახსენა, ,,თუ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აფხაზური და ოსური დოკუმენტი უნდა ვცნოთ, მე შევახსენებ პაატა ზაქარეიშვილს, რომ ჩემი ოჯახის წევრები დახვრიტეს იმიტომ, რომ პასპორტში ეწერა ქართველი და ის ამოხიეს და მერე ესროლეს, აი ეს არის განსხვავება. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს’’-განაცხადა დავითაიამ.

პაატა დავითაიამ ოკუპირებულ რეგიონებში რუსულ ფაქტორებსა და სეპარატისტი ლიდერების ადგილობრივ გავლენზეც ისაუბრა.

„დღეს ვიღაცას უნდა წარმოაჩინოს, რომ პრობლემა არის აფხაზ ან ოს ხალხთან, არანაირი პრობლემა არ არსებობს, ჩვენ გვაქვს პრობლემა იმ ლიდერებთან, ვინც მიითვისა მათი ხელისუფება იქ და ვინც მიდის ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. როცა საუბარია იმაზე, რომ ჩვენ უნდა მოვხიბლოთ აფხაზი და ოსი, ვერ მოვხიბლავთ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც მოელაპარაკება სეპარატისტთა ლიდერებს ცხინვალსა და აფხაზეთში. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა აფხაზებთან და ოსებთან, ჩვენ პრობლემა გვაქვს რუსეთთან’’-აცხადებს დავითაია.

პაატა დავითაიას განცხადებით, სიტყვა ოკუპაცია არამცთუ არ უნდა ამოვიღოთ ჩვენი ტერმინოლოგიიდან, არამედ ეს უნდა იყოს მთავარი მესიჯი. მისივე თმით, თუ ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემაზე, პრობლემა არის რუსეთი და აქ აფხაზ და ოს ხალხთან დიალოგი არაფრის მომტანია. ,,პრობლემა გვაქვს ძლიერ საერთაშორისო სამართლის სუბიექტთან რუსეთის ფედერაციასთან’’-განაცხადა პაატა დავითაიამ.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100