სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორც ჩანს, „ოცნება“ არ ებრძვის ეკლესიას, როდესაც ლოცვის საიდუმლოებაში უძვრება თავისი სუს-ით - ნაცვლიშვილი

„ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა მხრიდან სახალხო დამცველის მიმართ ეკკლესიაზე გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.

აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო ნიანგის ცრემლებით საუბარს იმაზე, რომ თურმე ვიღაც ეკლესიას ებრძვის. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ არ ებრძვის ეკლესიას და იცავს რელიგიურ ნორმებს, როდესაც ლოცვის საიდუმლოებაში უძვრება ადამიანების თავისი სუს-ით და როგორც ჩანს, მღვდლებს რომ უსმენს, ეს ყოფილა რელიგიის პატივისცემა“. - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

უმრავლესობის წევრებმა სახალხო დამცველი ეკლესიასთან ბრძლაშ დაადანაშაულეს.

„რას ერჩით საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას?!“ - ამ კითხვით მიმართეს ბექა ოდიშარიამ და უმრავლესების სხვა წევრებმა ნინო ლომჯარიას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100