სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საიდან მოდის ქუთაისელების სავიზიტო სიტყვა "სიმონ" და რა კავშირშია ის მოწამე მღვდელმთავარ სიმონ მჭედლიძესთან?

ყველამ ვიცით, რომ ქუთაისში დაიბადა სიტყვა "სიმონ", თუმცა, ცოტამ თუ იცის საიდან მოდის ამ სიტყვის ისტორია.

უმეტესობა მიიჩნევს რომ სიტყვა "სიმონ" არის ქუჩური და არანაირი განმარტება არ აქვს.
სინამდვილეში სიტყვა "სიმონ" მე-20 საუკუნის საქართველოში გვაბრუნებს, სადაც რუსული რეჟიმია გამეფებული და აქტიურად მიმდინარეობს ქართული ეკლესია-მონასტრების ნგრევა საბჭოთა ხელისუფალთა მიერ.
იმ დროს საქართველოში იყო ასეთი მღვდელმთავარი სიმონ მჭედლიძე,რომელიც ღრმადმორწმუნე ქრისტიანი იყო და ქადაგებდა ქრისტეს, სამშობლოს და წინააღმდეგი იყო საბჭოური რეჟიმის. ის ასევე იყო გაზეთ "შინაური საქმეები" - ს წევრი, სადაც დიდად უარყოფდა საბჭოურ რეჟიმს. ამის გამო ის ქუთაისიდან გააძევეს და აუკრძალეს იქ ჩასვლა. სიმონი თავის მშობლიურ სოფელ სვირში წავიდა და იქ სკოლა გახსნა. მოკლედ ასეთი სათნო ადამიანის გაჩერება არ მოხერხდა და ის ისევ განაგრძობდა საკუთარ საქმიანობას. ამ დროისთვის, უკვე იმერეთში არის დანგრეული ბევრი ეკლესია, მათ შორის სობოროც.
1924 წელი არის და სოფელ როდინაულში მაცხოვრის სახელობის ტაძარში რუსებმა დაანგრიეს ეკლესია და მის ადგილას, ეკლესიაშივე დადგეს თეატრი. მოსახლეობა ძალიან გაანაწყენა ამ ფაქტმა და ბოლომდე იბრძოლეს ეკლესიის დასაბრუნებლად. ამ შრომამ შედეგი გამოიღო და ეკლესია თავიდან აღსდგა. მხოლოდ ეკლესიის კურთხევაღა იყო დარჩენილი, რომ მაშინდელმა ეპისკოპოსმა ნაზარ ლეჟავამ თავისი მოძმე მღვდლებთან ერთად გადაწყვიტა სოფელ როდინაულში ჩასვლა. იმავე დღის მეორე ნახევარში სიმონ მჭედლიძემ, ნაზარ ლეჟავამ და მოძმე მღვდლებმა აკურთხეს ეკლესია. დაღლილმა ბერებმა კი ამის შემდეგ დაძინება გადაწყვიტეს.
და აი, დადგა საბედისწერო ღამე, სადაც "ჩეკისტები" ბერებს თავს დაადგნენ და დააპატიმრეს. ისინი ერთ დილეგში დაატყვევეს და ერთი თვის მანძილზე აწამებდნენ. წამების დროს, სიმონ მჭედლიძეს ასეთი სიტყვებით მიმართავდნენ ჯალათები: "გტკივა სიმონ?" "არა სიმონ?" "აბა ახლა რას იტყვი სიმონ?"...
სწორედ ჩეკისტებისგან გავარდა ხმა სიტყვა "სიმონ"-ზე და ეს სიტყვა იყო, როგორც გამძლეობის და ამტანობის სიმბოლო. სიმონ მჭედლიძე და მოძმე ბერები ცოცხალ-მკვდარი მიიყვანეს საფლავებთან და დამარხეს. სამწუხაროდ, მათი საფლავები დღემდე უცნობია.
სიტყვა "სიმონ" - ს დღესდღეისობით დაკარგული აქვს ის მნიშვნელობა და ცოტამ თუ იცის მისი ზუსტი მნიშვნელობა.
ეკლესიამ სიმონ მჭედლიძე "ახალმოწამედ" შერაცხა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100