ცხინვალში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ცხინვალში აფეთქება მოხდა. რუსული და ოსური საინფორმაციო საშუალებებია წინასწარ აცხადებდნენ, რომ ქართული მხარე დივერსიული და ტერორისტული აქტების სერიას აპირებს. აქედან გამომდინარე, არც არის გასაკვირი, რომ ოსურმა და რუსულმა მხარეებმა უკვე დაიწყეს საუბარი "ქართულ კვალზე".
"დრონი.ჯი"-ს ინფორმაციით, გაურკვეველ ვითარებაში აფეთქდა საბრძოლო ხელყუმბარა.
აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაიჭრა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შს სამინისტროს ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებული ვლადიმერ ხაჩიროვი მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა, კონსტანტინე ჩოჩიევისა და ალბერტ ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმე რჩება.
ამ დროისთვის დე ფაქტო სამართალდამცველი ორგანოები მომხდარის თვითმხილველებს კითხავენ.
მომხდარი აფეთქებისა და მისი წინასწარი "ანონსის" შესახებ მასალას "დრონი.ჯი" მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
კომენტარი